შარონ ბაროუ: “მადლობა რკინიგზის მუშებს!“

barouპროფკავშირებმა საქართველოში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან, რომელმაც უარი თქმა 3 მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე, რის გამოც 14 ნოემბერს 6000 კაციანი აქცია გაიმართა.

მას შემდეგ, რაც გაფიცვა დაიწყო დამსაქმებლები წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე, რამაც 6 საათი გასტანა. შეთანხმება მიღწეულ იქნა შემდეგ საკითხებზე: ზეგანაკვეთური ანაზღაურება, სამართლიანი საპრემიო სისტემა და დანამატი სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

“მადლობა რკინიგზის მუშებს სოლიდარობისთვის, იმისთვის რომ მზადყოფნა გამოაცხადეს გამარჯვების მისაღწევად, ამ გამარჯვებით მათ და მათმა ოჯახებმა მოიპოვეს სამართლიანი ჯილდო გაწეული სამუშაოსთვის.“ – განაცხადა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) გენერალურმა მდივანმა შარონ ბაროუმ.

http://www.ituc-csi.org/important-union-victory-in-georgia

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive