პროფკავშირსა და “რამტრანს გრუპს” შორის კოლექტიური ხელშეკრულება დაიდო

25 დეკემბერს, თვითმართველ ქალაქ ფოთში კიდევ ერთი კოლექტიური ხელშეკრულება დაიდო დამსაქმებელსა და პროფკავშირებს შორის. ამ მნიშვნელოვანი ფაქტის ავტორები გახლავთ შპს “რამტრანს გრუპი” და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირები.

იმავე დღესვე აზერბაიჯანული კომპანიის შპს ”რამტრანს გრუპის” დირექტორმა, ვიდად მამედოვმა და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ ფოთში მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზედელებს საჩუქრად გადასცეს საჭირო ტექნიკა.

აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკტა პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანია ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვდა შპს ”ბი–ენდ–პი”–ს პირველად პროფკავშირული ორგანიზაციის წევრებს, სადაც ისაუბრეს სამომავლო სამოქმედო გეგმებზე.

2

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive