შეხვედრა შარონ ბაროუსთან

“მადლობა რკინიგზის მუშებს სოლიდარობისთვის, იმისთვის რომ მზადყოფნა გამოაცხადეს გამარჯვების მისაღწევად, ამ გამარჯვებით მათ და მათმა ოჯახებმა მოიპოვეს სამართლიანი ჯილდო გაწეული სამუშაოსთვის.“ – ამ სიტყვებით, რკინიგზაში 2013 წლის ნოემბრის გაფიცვის შემდეგ საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) გენერალურმა მდივანმა შარონ ბაროუმ, ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის” წევრებს მიმართა.

22 მაისს,  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) კონგრესზე, ქალბატონი შარონ ბაროუ და ვიტალი გიორგაძე პირველად შეხვდნენ პირისპირ ერთმანეთს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია.

ქალბატონ ბაროუსთან გერმანიაში ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს, უფრო ვრცლად, “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის” პრეზიდენტი, ვიტალი გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გააცნობს საზოგადოებას.vitali gocha sharoni

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive