მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გილოცავთ 8 მარტს !

8 მარტს თბილისში, მეტროსადგურ რუსთაველთან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გამართა ღია ოფისი, სადაც პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის წევრებმა ქალებს ყვავილებით მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე. ყვავილებთან ერთად მათ გადაეცათ ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ბუკლეტები.

ამ აქციის შემდგომ პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროფკავშირთან ერთად დაბა აგარაში ჩავიდა. იქ მცხოვრები 180 ქალი უკვე მე-6 თვეა აგარის შაქრის ქარხნის პარალიზების გამო უმუშევარია, ისინი შრომითი უფლებების და ლუკმა პურის მოთხოვნით აქციაზე მართავენ.

ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის ქმედითი ნაბიჯების მოთხოვნით სპეციალური წერილები გადეგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს.