56 მოსარჩელის საქმე “რუსთავის აზოტი”ს წინააღმდეგ საბოლოოდ დასრულდა!

56 მოსარჩელის საქმე “რუსთავის აზოტი”ს წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში საბოლოოდ დასრულდა!

ზუსტად 3 წლის შემდეგ, 56-ვე თანამშრომელი სამსახურში აღდგება და მიიღებს იძულებით განაცდურს სრული ოდენობით, დაუყოვნებლივ!

,,“რუსთავის აზოტიდან” უსინდისოდ გამოგდებული 56 ადამიანი, ჩვენი და-ძმა, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა სამსახურში და სრულად აუნაზღაურდებათ სამი წლის სახელფასო განაცდური. ზუსტად სამი წელი ვაცხეთ ეს ობლის კვერი და გვიან, მაგრამ მაინც გამოვაცხეთ. მადლობა ამ 56 ღირსეულ და პრინციპულ თანამებრძოლს ნდობისთვის და მოთმინებისთვის, მადლობა ჩვენს პროფესიონალ და გულიან იურისტს თამარ სურმავას, მადლობა ყველა იმ აქტივისტს და მხარდამჭერს ვინც საპროტესტო აქციებში, ყოველგვარი ანგარების გარეშე სოლიდარობას გამოხატავდა,იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა!!!” – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !

,,რუსთავის აზოტში'' დასაქმებულებმა გაიმარჯვეს – პროფკავშირების იურისტებმა კომპანია სასამართლოს სამივე ინსტანცია მოუგეს❗გათავისუფლებიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ, 56-ვე თანამშრომელი სამსახურში აღდგება და კონპენსაციას მიიღებენ ❗კომპანიას ჯამში 2 მილონამდე ლარის გაახდა მოუწევს დასაქმებულთათვის ❗

Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on პარასკევი, 07 თებერვალი, 2020

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive