სასამართლომ უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღადგინა
მოსარჩელეები: ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი,…
24/05/202327 / 11 / 2018
„რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებულმა 56 თანამშრომლმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.
კომპანიას დაეკისრა მათი სამსახურში აღდგენა და 22 თვის განაცდურის ანაზღაურება.
შეგახსენებთ, 2017 წლის 25 იანვარს სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა 350 დასაქმებული, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, პროფკავშირებთან ერთად სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.
მუშების გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა, ერთი თვის განმავლობაში აქციის მონაწილეები თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ, თუმცა კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გათავისუფლებულებს ორი თვის განმავლობაში 400-ლარიანი კომპენსაციები შესთავაზა. ნაწილმა კომპენსაცია აიღო, დანარჩენმა თანამშრომლებმა კი პროფკავშირებთან ერთად სამართლებრივი დავის საშუალებით მოითხოვეს სამსახურში აღდგენა.
დღეს ამ 56 თანამშრომლის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა.
პროფკავშირების გაერთიანების კიდევ ერთი გამარჯვება ❗▪ "არამარტო ჩვენ, არამედ გაიმარჯვა ყველა დასაქმებულმა, ვისაც იმედი მიეცემა ამის შემდეგ, რომ უკან არ დაიხიონ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში."▪ „რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომლმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.▪ კომპანიას დაეკისრა მათი სამსახურში აღდგენა და 22 თვის განაცდურის ანაზღაურება.📍 შეგახსენებთ, 2017 წლის 25 იანვარს სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა 350 დასაქმებული, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, პროფკავშირებთან ერთად, სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.📍 მუშების გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა, ერთი თვის განმავლობაში აქციის მონაწილეები თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ, თუმცა კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გათავისუფლებულებს ორი თვის განმავლობაში 400-ლარიანი კომპენსაციები შესთავაზა. ნაწილმა კომპენსაცია აიღო, დანარჩენმა თანამშრომლებმა კი პროფკავშირებთან ერთად სამართლებრივი დავის საშუალებით მოითხოვეს სამსახურში აღდგენა.▪ დღეს ამ 56 თანამშრომლის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა ❗
Posted by Gtuc • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018