თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ეკეტერინე ჭონქაძის, ნათია კუბლაშვილის, ბიჭიკო კუბლაშვილის, ნათია ლურსმანაშვილის და მაია გუმბერიძის სარჩელი შ.პ.ს. ,,ბელეცას“ წინააღმდეგ.
სასამართლო გადაწყვეტილებით შპს ,,ბელეცას” (სილამაზის სალონი) დაეკისრა 5 მოსარჩენლის მიმართ ერთი თვის სახელფასო დავალიანების გადახდა, სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისთვის – 0.07% გადახდა, დასაქმებულთა სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოსარჩელეთა სასარგებლოდ 6 თვის საკომპენსაციო თანხის გადახდა, 1 თვის ოდენობის გამოუყენებელი ანაზღაურებადი საშვებულებო თანხების ანაზღაურება, რაც ჯამურად შეადგენს დაახლოებით 70 000 ლარს.
დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი
დეტალურად – სასამართლო გადაწყვეტილებით:
– შ.პ.ს. ,,ბელეცას“ დაეკისრა 2019 წლის ინვრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზრაურება თითოეული მოსარჩელის მიმართ, კერძოდ: მაია გუმბერიძისთვის – 1000 ლარის (ხელზე ასაღები), ნათია ლურსმანაშვილისათვის – 1600 ლარის (ხელზე ასაღები), ბიჭიკო კუბლაშვილისათვის – 3500 ლარის (ხელზე ასაღები), ნათია კუბლაშვილისათვის – 2100 ლარის (ხელზე ასაღები) და ეკატერინე ჭონქაძისათვის – 2500 ლარის (ხელზე ასაღები) სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;
– შ.პ.ს. ,,ბელეცას“ 2019 წლის ინვრის თვის სახლფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისთვის დაეკისრა – 0.07% გადახდა 2019წლის 8 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
– ბათილად იქნა ცნობილი შ.პ.ს. ,,ბელეცას“ 2019წლის 8 თებერვლის ნება დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე;
– შ.პ.ს. ,,ბელეცას“ დასაქმებულთა სამსახურში აღდგენის ნაცვლად დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 6 თვის საკომპენსაციო თანხის გადახდა, კერძოდ: მაია გუმბერიძისთვის – 6000 ლარის (ხელზე ასაღები), ნათია ლურსმანაშვილისათვის – 9600 ლარის (ხელზე ასაღები), ბიჭიკო კუბლაშვილისათვის – 21 000 ლარის (ხელზე ასაღები), ნათია კუბლაშვილისათვის – 12 600 ლარის (ხელზე ასაღები) და ეკატერინე ჭონქაძისათვის – 15 000 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება;
– შ.პ.ს. ,,ბელეცას“ დასაქმებულთა სასარგებლოდ დაეკისრა 2019წლის 1 თვის ოდენობის გამოუყენებელი ანაზღაურებადი საშვებულებო თანხების ანაზღაურება, კერძოდ: კერძოდ: მაია გუმბერიძისთვის – 1000 ლარის (ხელზე ასაღები), ნათია ლურსმანაშვილისათვის – 1600 ლარის (ხელზე ასაღები), ბიჭიკო კუბლაშვილისათვის – 3500 ლარის (ხელზე ასაღები), ნათია კუბლაშვილისათვის – 2100 ლარის (ხელზე ასაღები) და ეკატერინე ჭონქაძისათვის – 2500 ლარის (ხელზე ასაღები) საშვებულებო თანხის ანაზღაურება;
– შ.პ.ს. ,,ბელეცას“ დასაქმებულთა სასარგებლოდ დაეკისრა დასაქმებულების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის, ჯამში: 500 ლარის გადახდა
————————–
2020 წლის იანვარში კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,ბელეცას“ წინააღმდეგ. აგვისტოს თვეში დასრულდა პირველი სასამართლო პროცესი, თუმცა დღემდე კომპანიას დასაქმებულთა წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარავს. დღეის მდგომარეობით ჯამური თანხის ოდენობა, დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგენს დაახლოებით 150 000 ლარს.