23 დეკემბერს ჭიათურაში მაღაროელთა აქცია გაიმართება

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი , 23 დეკემბერს, 13:00 საათზე , “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ჭიათურის ოფისთან (ეგრეთწოდებული “ტრესტი”) ჭიათურელი მაღაროელების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციას გამართავს. აქციას სოლიდარობას საქართველოს სხვა საწარმოებში დასაქმებული პროფკავშირის წევრები უცხადებენ.

აქციის ძირითადი მოთხოვნებია :

-კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება დარგობრივ პროფკავშირთან და მის პირველად ორგანიზაციასთან

-შრომის ინდივიდუალური კონტრაქტის პროექტის მომზადებაში პროფკავშირების მონაწილეობა

-შრომის ინდივიდუალური კონტრაქტის პროექტის დადება მაღაროელებთან

-შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენასთან დაკავშირებული პირობების გაუმჯობესება

-სადღესასწაულო დღეებში შრომის ანაზღაურების გაზრდილი ტარიფის დაწესება

-ხელფასების ინდექსაცია 2015 წლის ინფლაციის შესაბამისად

საპროტესტო აქცია ღიაა იმ პირებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, რომელთაც სურთ აქციაში მონაწილეობით გააძლიერებენ მაღაროელთა მხარდაჭერას.

აქციის ორგანიზატორები, მონაწილეები და მხარდამჭერები 13:00 საათზე, ჭიათურის კულტურის სახლის ეზოში იკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის ოფისის მიმართულებით.

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive