საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გაერთიანება მხარს ვუჭერთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციას, რათა დასრულდეს ძალადობა და შევიწროება შრომის სამყაროში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და დამსაქმებელთა ასოციაციას, შსო-ს 2019 წლის ივნისი კონფერენციაზე მხარი დაუჭიროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ,,შრომის სამყაროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის“ შესახებ ეფექტური კონვენციის მიღებას.
შსო-ს 1944 წლის ფილადელფიის დეკლარაცია ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს, რასის, რწმენისა თუ სქესის მიუხედავად, უფლება აქვს იზრუნოს თავის როგორც მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასევე სულიერ განვითარებაზე, თავისუფლებისა და ღირსების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და თანაბარი შესაძლებლობის პირობებში. აღნიშნულის შემდეგ, ალბათ, გარკვეულწილად გასაკვირია, რომ ჯერჯერობით შსო-ს არცერთი კონვენცია არ ითვალისწინებს ძალადობისა და შევიწროების აკრძალვას, როგორც ძირითად მიზანს, არ განსაზღვრავს ასეთ ცნებებს და არ გვთავაზობს სახელმძღვანელო პრინციპებს ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების შესახებ.
2019 წლის დისკუსია, რომელიც გაიმართება შსო-ს 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, გვაძლევს შესაძლებლობას ეს გამოსწორდეს და ცალსახად დაგვანახოს შსო-სა და ტრიპარტიზმის უდიდესი მნიშვნელობა შრომითი ურთიერთობებში.
#MeToo, #TimesUp, #NiUnMenos და სხვა კამპანიების საშუალებით გამოხატული სოციალური მედიის უდიდესი აქტივობა, ისევე, როგორც მედიის მიერ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევების გაშუქება, აჩვენებს თუ რამდენად აუცილებელია კონვენცია და ასევე თანდართული რეკომენდაცია.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველომ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შრომით სივრეცშიი ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შსო-ს ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებაში, რომელიც შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამუშაო ადგილებზე ძალადობისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრასი.
ჩვენ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ სავალდებულო კონვენციას და მის თანმხლებ რეკომენდაციას, რომელიც მოიცავს შემდეგს:
- ძალადობისა და შევიწროების ერთიანი განსაზღვრება
- მშრომელის ფართო განსაზღვრება, რომელიც მოიცავს არასტანდარტული კონტრაქტებით დასაქმებულებს და სხვა კატეგორიებს, როგორიცაა სამუშაოს მაძიებლები, მოხალისეები და სტაჟიორები;
- შრომის სამყაროს ფართო განსაზღვრება, რომელიც მათ შორის მოიცავს სამუშაომდე და სამუშაოდან მგზავრობას
- ძლიერი ფოკუსირება გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროების ირგვლივ
- დიდი ყურადღება მარგინალიზებული და დაუცველი დასაქმებულების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით არიან ძალადობის მსხვერპლნი ან/და ძალადობის რისკის ქვეშ.
კონვენციისა და რეკომენდაცით წარმოდგენილი შსო-ს ახალი სტანდარტების მხარდაჭერით მთავრობა აჩვენებს ძალადობისა და შევიწროების მიმართ ნულოვან ტოლერანტობას რაც ასევე ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს 2030 წლის გეგმის #5 და #8 მიზნების – გენდერული თანასწორობის და ღირსეული შრომის პრინციპების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას. –
საქართველოს აქვს შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღოს წლევანდელ დისკუსიებში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით დასაქმებულის დაცვის საქმეში.
აქვე ავღნიშნავთ, რომ სამწუხაროდ საქართველოს სოციალური პარტნიორობის კომისიის სხდომა ამ ეტაპმდე არ ჩატარებულა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების სამმხრივ ფორმატში გადაწყვეტა