მიმდინარეობს საიტის განახლება

პასუხი გიორგი მარგველაშვილს

მარგველაშვილი შეიძლება, რომ გადადგეს– რადგან საკუთარი გუდნისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა თუ ამ ლოგიკით მივუდგებით საქმეს, მაშინ დიმიტრი შაშკინი ეშაფოტზე გაყვანას იმსახურებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გიორგი მარგველაშვილის ახალ განცხადებას ეხმაურება.

„მარგველაშვილის განცხადება შეურაცხყოფად არ მიგვიღია, თუმცა როზა ლუქსემბურგის იდეები ჩვენგან მენტალობით შორს არის, ჩვენთვის სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის განვითარებაა უმთავრესი იდეა და არა კაზინოს ტიპის ველური გაპიტალიზმის მგლის სახის გამოვლინება.

ჩვენთვის დღესაც გაუგებარია და გაკვირვებულები ვართ მარველაშვილის განცხადების იმ ნაწილით– სადაც ვიცე პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ახალი შრომის კოდექსით საქართველოში ვეღარ გაჭაჭანდება დამსაქმებელი ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი.

სამწუხაროდ მარგველაშვილს ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია და არ აუხსნია, რატომ შეიძლება ახალი, ევროპულ სტანდარტებზე და ამერიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი კოდექსი საზიანო იყოს ვინმესთვის ჩვენს ქვეყანაში. თუ მარგველაშვილს აქვს მყარი არგუმენტები– ჩვენ მას სიამოვნებით მოვუსმენთ და მისი პოზიცია შესაძლოა გაგვეზიარებინა კიდეც. თუ მისი მიდგომები და მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისად არგუმენტირებული იქნებოდა, შესაძლოა ის ამერიკული და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც გაგვეზიარებინა, მათთვის რომელთა რეკომენდაციებითაც ვხელმძღვანელობთ.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია მარგველაშვილმა საკუთარ მოსაზრებებზე დოკუმენტური ახსნა წარმოადგინოს, რათა საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ უჩნდებოდეს. „