მშრომელთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 1 მაისს აღინიშნება. პროფკავშირები ამ დღეს თითქმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ. ამ ტრადიციას სათავე მე–19– საუკუნის 80–იან წლებში, ჩიკაგოში მშრომელების აქციის დარბევის შემდეგ ჩაეყარა.
მშრომელთა დღე აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში. ეს დღე დაარსდა 8-საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლის დროს. 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნის მოძრაობა სწრაფად იზრდებოდა, რადგან მუშებს აიძულებდნენ დღეში 10, 12 და 14 საათი ემუშავათ. 1886 წლის მაისის პირველი დღეებში აღინიშნა გაფიცვები და დემონსტრაციები აშშ-ს მასშტაბით. ჩიკაგოში, დაახლოებით 900000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოსვლებში. 1 მაისის აღნიშვნა სწრაფად გახდა ყოველწლიური მოვლენა. მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აღნიშნავდნენ 1 მაისს. პირველად მისი აღნიშვნა მოხდა რუსეთში, ბრაზილიაში და ირლანდიაში 1891 წელს.
კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს” (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.
2001 წლიდან „ევროპირველმაისობა” (EuroMayDay) პიველი მაისის დღესასწაულის ნაწილი გახდა, რასაც მიზნად ტრადიციული მაისის დღესასწაულის პოლიტიკური მნიშვნელობის განახლება უდევს. მისი მიზანია ასევე შექმნას ვიზუალური წინააღმდეგობა შრომისა და ცხოვრების არასტაბილურობასთან. „ევრომეიდეი” წამოვიდა მილანიდან, იტალია, საიდანაც ის გადავიდა ბარსელონაში 2004 წელს, შემდეგ კი მთელ ევროპას მოედო 2005 წელს. 2005 წელს დაახლოებით 200 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის მასშტაბის ევრომეიდეიში. ამ წელს მოძრაობის სლოგანი გახდა “გავერთიანდეთ არასტაბილურ სამყაროში და გავიფიცოთ თავისუფალი ღია რადიკალური ევროპისთვის”.
გერმანიაში, განსაკუთრებით კროიცბერგისა და პრენცლაუერ ბერგის რაიონებში, პირველი მაისი ყოველწლიური დემონსტრაციებით აღინიშნება. 1929 წელს მთავრობამ აკრძალა საპირველმაისო მუშათა დემონსტრაციები ბერლინში. მიუხედავად ამისა, მუშები მაინც გავიდნენ დემონსტრაციაზე. დღის ბოლოსთვის, პოლიციასთან შეტაკების შედეგად მოკლულ იქნა 32 დემონსტრანტი,80 კი სერიოზულად დაშავდა.
ამჟამად პირველი მაისი გერმანიაში კვლავაც ინარჩუნებს სოციალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას.