მიმდინარეობს საიტის განახლება

„საქართველოს ფოსტა“ დასაქმებულების წინააღმდეგ!

საქართველოსპროფესიულიკავშირებისგაერთიანება და საქართველოსკავშირგაბმულობისპროფესიულიკავშირი, შპს „საქართველოს ფოსტაში” მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოსკავშირგაბმულობისპროფესიულიკავშირის თავმჯდომარემ, სულიკო მაშიამგანაცხადა, რომ “საქართველოს ფოსტას” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, 120–ზე მეტი ფოსტის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა და მათ ადგილზე კომპანიის დირექტორების ახლობლები დაინიშნნენ. სამსახურიდან გაათავისუფლეს როგორც ზედა, ასევე ქვედა რგოლის მუშაკები.

ბატონი მაშიას განმარტებით, ფოსტის თანამშრომლებს გაუუქმეს სტაჟის მიხედვით გაფორმებული ერთწლიანი და ორწლიანი და უვადო ხელშეკრულებები და მათ ნაცვლად ერთთვიანი ხელშეკრულებები დაუდეს, რასაც პროფკავშირებში დასაქმებულების წამებად მიიჩნევენ. „როდესაც ადამიანს ერთთვიან ხელშეკრულებას უდებენ და მან არ იცის როდის გაათავისუფლებს სამსახურიდან დამსაქმებელი, ეს თამამად შეიძლება შეფასდეს წამების ტოლფას დანაშაულად” – აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია.

საქართველოს პროფკავშირი ასევე აპროტესტებს იმ ფაქტსაც, რომ ლევან ჩიკვაიძის უშუალო ხელმძღვანელობითა და მითითებით, „საქართველოს ფოსტაში” (რომლის 100%–იან წილს სახელმწიფო ფლობს) უკანონოდ ჩამოყალიბდა პროფკავშირის ალტერნატიული ორგანიზაცია – „საქართველოს ფოსტის განვითარების კავშირი.”

„ამ ორგანიზაციას დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე აქვს პრეტენზია, რაც თავის მხრივ დიდ აბსურდს ქმნის. შეუძლებელია დამსაქმებელმა საკუთარი თავისგან დაიცვას დასაქმებული. მით უმეტეს, რომ „საქართველოს ფოსტის განვითარების კავშირის” დამფუძნებლები ამ ორგანიზაციის დირექტორები არიან, ხოლო თავმჯდომარე ფოსტის ადმინისტრაციის უფროსია” – აცხადეს სულიკო მაშია. იგი ასევე აცხადებს, რომ დასაქმებულებისაგან საწევროს სახით აღნიშნული ჯიბის პროფკავშირისათვის 5 ლარის საწევროს გადახდის მოთხოვნით, ფოსტის დირექტორი კანონს არღვევს. სწორედ ასეთ მოთხოვნად აღიქმება ლევან ჩიკვაიძის მიერ თანამშრომლებისათვის მიწერილი მიმართვა, რომლითაც ის უქებს თავის მოადგილეებს საქციელს, და დიდსულოვნად „ურჩევს” ფოსტის მრავალათასიან კოლექტივს გაწევრიანდნენ მისივე მითითებით ჩამოყალიბებულ ყვითელ პროფკავშირში.

საქართველოს პროფკავშირმა ამ პრობლემების შესახებ რამდენიმე წერილი უკვე გაუგზავნა საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს. თუკი არსებული საკითხები არ მოგვარდება, პროფკავშირი სათანადო წერილით პროკურატურასაც მიმართავს. ასევე დაგეგმილია პროფკავშირის პარტნიორი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ლევან ჩიკვაიძის ქმედებებები შრომის საერთაშორისო კონვენციებსაც ეწინააღმდეგება.

ფოსტის განვითარების კავშირის წევრობის განაცხადი by gtucge

შპს საქართველოს ფოსტის გენ.დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის მიმართვა ფოსტის თანამშრომლებისადმი by gtucge

'ფოსტის განვითარების კავშირიდან' ლევან ჩიკვაიძისთვის გაგზავნილი წერილი by gtucge