მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომის კოდექსის საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას ირაკლი პეტრიაშვილიც მიღებს

ხვალ 12 აპრილს, 11 საათზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთაინების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მონაწლეობას მიიღებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომის კოდექსის განხილვაში.

შრომის კოდექსის ახალი პროექტის შექმნაში პროფკავშირი თავიდნავე იღებდა მონაწილეობას და 2 აპრილს დაგეგმილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში პირველად განიხილება აღნიშნული პროექტი.

იურიდიული კომიტეტის შემდეგ, შრომის კოდექსს საქართველოს პარლამენტის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებიც განიხილავენ.