მიმდინარეობს საიტის განახლება

რუსეთის პროფკავშირების ლიდერი ვალენტინ ურუსოვი ციხიდან გამოუშვეს

საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ITUC) მიესალმება რუსეთის პროფკავშირების ლიდერის, ვალენტინ ურუსოვის გამოშვებას ციხიდან. 2008 წლის დასაწყისში ურუსოვი მთავრობის ბრძანებით დაკავებულ იქნა ნარკოტილებით ვაჭრობის ბრალდებით. თუმცა, მისი დაკავება დაემთხვა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ,,ალროსა დაიმონდის” სამთო კომპანიის აქციის პერიოდს, რომლის ორგანიზებაშიც ურუსოვი იღებდა მონაწილეობას.

ურუსოვის საქმე შეტანილ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის თავისუფალი პროფესიული კავშირების ფედერაციის (KTR), საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC), გლობალური პროფესიული კავშირების ფედერაციისა (IUF) და ინდუსტრიოლ-ის (IndustriAll) მიერ. 2012 წლის ნოემბერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის ანგარიშში მკაფიოდ იყო დასმული ურუსოვის განთავისუფლების საკითხი. ამ თვის დასაწყისში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას შეუცვალეს განაჩენი.

საერთაშორისო პროფესიუყლი კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ განაცხადა: ,,ჩვენ მივესალმებით ვალენტინ ურუსოვის გათავისუფლებას. მას საერთაშორისო პროფესიული კავშირების მოძრაობა აქტიურად უჭერდა მხარს ციხეში ყოფნის პერიოდში. მისი ციხიდან გამოშვება იყო რუსეთის თავისუფალი პროფესიული კავშირების ფედერაციის (KTR) კამპანიის შედეგი, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული და საერთაშორისო პროფესიული კავშირები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულა შსო-ს რეკომენდაციები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი დაპატიმრების გარემოებები და ის ფაქტი რომ საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია აგრძელებს მხარდაჭერას რუსეთის თავისუფალი პროფესიული კავშირების ფედერაციის, რათა კვლავ გადაიხედოს მისი საქმე. უნდა მოიხსნას ყველა ბრალდება.”

ვალენტინ ურუსოვი – რუსეთის პროფკავშირებისთვის თავდადებული

მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინ ურუსოვმა 4 ნახევარი წელიწადი გაატარა აღმოსავლეთ ციმბირის კოლონიაში, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მაინც არ არის.

განსხვავებით მისი თანამემამულისგან, სინდისის პატიმრისგან ფუსი რიოტისგან და პოპ მომღერალ აიკონ მაქდონასგან, რომლებიც ხშირად ახსენებდნენ მას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და აპროტესტებდნენ მის დაპატიმრებას.

მაგრამ ურუსოვი რომელიც 2013 წელს ნომინირებულია არტურ სვენსონის საერთაშორისო პრემიაზე პროფკავშირული უფლებებისათვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მსხვერპლი თავადაა.

ურუსოვს, მეტალურგსა და პროფკავშირების ლიდერს რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქიდან მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეცა ნარკოტიკების გასაღების მუხლით.

მაგრამ სინამდვილეში ურუსოვი შეეწირა მშრომელთა უფლებების დაცვას.

ურუსოვი მუშაობდა ალროსას მფლობელობაში მყოფ სამთო მოპოვების საწარმოში. ის არის რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში, ეს საწარმო ყველაზე დიდია მსოფლიოში.

ურუსოვი იყო პატარა თავისუფალი პროფესიული კავშირების ,,პროფსვაბოდას” ლიდერი, რომელმაც 2008 წლის ივნისში დააფუძნა პროფკავშირები ,,უდაჩნი” რომელიც პერიოდუილად მართავდა საწარმოში საპროტესტო აქციებს.

მუშები აპროტესტებდნენ დაბალ ანაზღაურებას და კიდებ უფრო უარესს სამუსაო პირობებს: გადაუხდელ ზეგანაკვეთურ შტომას, ძველ სამუშაო ტექნიკას, სახიფათო შრომით გარემოს და ჯანმრთელობის პრობლემებს.

ამავე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ,,უდაჩნის” წევრმა მუშებმა გამოაცხადეს შიმშილობა, რის შესახებაც ფორმალურად ეცნობა ადმინისტრაციას. კომპანიის დირექტორმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა კომისია რომელიც სამომავლოდ მოაგვარებდა შრომის ანაზღაურების საკითხს. ,,პროფსვაბოდა” მხარს უჭერდა ამ აქციას, მათ წარადგინეს მუშები კომისიაში და შეაჩერეს გაფიცვა.

ურუსოვის დაპატიმრება

2008 წლის სექტემბერს ურუსოვი დააპატიმრეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. თუმცა მისი დაპატიმრება საეჭვოდ დაემთხვა არლოსას მშრომელთა საპროტესტო აქციისთვის მზადებას. აქციის ორგანიზებაში ურუსოვი თავად იყო ჩართული.

ურუსოვის ადვოკატი განცხადებაში აღწერს მისი დაკავების ფაქტებს: ის გატაცებულ იქნა და იყო ცემისა და დამცირების მსხვერპლი. ურუსოვის მოადგილემ მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, თუმცა მან უარყო ეს ცრუ ბრალდება.

2008 წლის დეკემბერში საოლქო სასამართლომ ურუსოვს 6 წელი მიუსაჯა. 2009 წელს მას ბრალდება 1 წლით შეუმცირდა. 2010 წლის მაისში პოლიციელი რომელმაც დააკავა ურუსოვი თავად დაიჭირეს და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო დააკისრეს ჯარიმა 2.5 მილიონი (80 000 დოლარი).

ურუსოვის მხარდაჭერის კამპანია

რუსეთის თავისუფალი პროფესიული კავშირების ფედერაციამ წამოიწყო ვალენტინ ურუსოვის მხარდამჭერი საერთაშორისო კამპანია. ეს კამპანია რუსეთის პროფესიული კავშირების დღის წესრიგის მთავარი საკითხად იქცა. მისი მხარდაჭერის წერილები გაეგზავნა ვლადიმერ პუტინსა და იაკუტიას ხელისუფალთ რუსი და საერთაშორისო პროფესიული კავშირებიდან, არასამთარობო ორგანიზაციებიდან. ისინი ურუსოვის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

გარდა ამისა, მოეწყო რამდენიმე აქცია, სადაც საზოგადოება მოითხოვდა ურუსოვის განთავისუფლებასა და რუსეთის პროფკავშირების თავისუფლებას.

საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ITUC) და გლობალური პროფესიული კავშირები აქტიურად უჭერდა მხარს კამპანიას ვალენტინ ურუსოვის მხარდასაჭერად. ურუსოვის ქეისი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველმა ორგანომ განიხილა, რის შემდეგადაც მომზადდა ანგარიში მთავრობის სახელზე, ხელახლა შეესწავლათ მისი საქმე და გაენთავისუფლებინათ ურუსოვი.

ურუსოვის ვადამდე განთავისუფლება ორჯერ უარყოფილ იქნა.

მიუხედავად კოლონიაში არსებული მძიმე პირობებისა და გაუარესებული თირკმელების ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ურუსოვი კვლავ რჩება საკუთარი საქმის ერთგული და ციხიდან აგრძელებს ბრძოლას მშრომელთა უფლებების დასაცავად.