გერმანიის პროფკავშირებთან თანამშრომლობა ღრმავდება


გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება საქართველოს პროფკავშირებს სრულ თანადგომას უცხადებს და მისი გაძლიერები საქმეში აქტიურად ერთვება. გერმანიის პროფკავშირები- საქართველოს პროფკავშირებს ევროპასთან დასაახლოვებლად გამოცდილებას მთელი წლის განმავლობაში გაუზიარებს. გერმანიის პროფკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰენიო ლუკასენი აცხადებს, რომ გერმანია დაინტერესებულია საქართველოს ევროპაში ინტეგრაციით და თუ ევროპული შრომის სტანდარტები საქართველოში არ იქნება დამკვიდრებული, საქართველოს გზა ევროპისკენ ძალიან შორი და ხანგრძლივი გახდება.

გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევრპასთან დაახლოების გზა, სწორედ შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებაზე გადის.

“მშვიდობა და ევროპისკენ წინსვლა ვერ შედგება, პროფკავშირების გაზლიერებისა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების გარეშე. „

გერმანიის პროფკავშირების წარმოამდგენელთა დელეგაცია დეტალურად გაეცნო საქართველოს პროფკავშირების ინიციატივებს შრომის კოდექსიში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.


„მიგვაჩნია, რომ ინიციატივების პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს პროფკავშირების აზრს სოციალური სამართლიანობის კუთხით.„ აცხადებს ჰენიო ლუკასენი. ლუკასენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია შრომის კოდექსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და მასზე დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება.

„პროფკავშირები სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვის და ყველა ჩვენი ინიციატივა ხალხის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად, ის, რომ სამსახურიდან დაუსაბუთებელი დათხოვნები და ბევრი დისკრიმინაციული მუხლი კოდექსიდან ამოღებული იქნება ძალიან სასიხარულოა, თუმცა საქართველოს პროფკავშირებს კიდევ რამდენიმე ძალიან სამართლიანი მოთხოვნა აქვთ“- აცხადებს ლუკასენი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის პროფკავშირები საქართველოში ახალგაზრდა პროფკავშირული ლიდერების ჯგუფს გადაამზადებს, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს დეტალურად ეცნობიან. გადამზადებისას გერმანიის პროფკავშირების სპეციალური წარმოამდგენლები ყურადღებას ისეთ საკითხებზე გაამახვილებენ, როგორებიცაა: შრომითი ხელშეკრულებები, სატარიფო პოლიტიკა, სატარიფო შრომოა, პროფკავშირების წევრების მოზიდვა და სხვა. პირველ სემინარს პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გერმანიის პროფკავშირები უკვე მართავენ. ფრიდრის ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტრეინინგი 4 მარტს დაიწყო და 6 მარტამდე გაგრძელდება. პირველი სემინარის თემაა: “პროფესიული კავშირების გაძლიერება ახალი წევრების მოზიდვის გზით.“