27.12.2012.
ძმაო ირაკლი,
ჩვენს შეშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვეთ ფოთის პორტში შექმნილი სიტუაციის შესახებ, სადაც მუშები გაფიცულნი არიან, რადგან ადმინისტრაცია უარს აცხადებს მოლაპარაკებები გამართოს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა ხელფასები, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გაერთიანების თავისუფლების პატივისცემა.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ამ ბრძოლაში და მიგვაჩნია, რომ მშრომელების მიერ წამოყენებული მოთხოვნები არის ლეგიტიმური და შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცალკეული კონვენციების ძირითად პრინციპებსა და სულისკვეთებას.
უფრო მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ ფოთის პორტის ადმინისტრაციის დამოკიდებულება მუშების მიმართ, წინააღმდეგობაშია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის მიერ 2010 წლის მარტში გამოქვენებულ იმ პრინციპებთან, რისი შემუშავებაც საქართველოს პროფკავშირების მიერ გაგზავნილ საჩივარს მოჰყვა.
ჩვენ ასევე ოფიციალურად მივმართეთ ფოთის პორტის ხელმძღვანელობას, რათა გამოგვეხატა სოლიდარობა გაფიცული მუშების მიმართ და მოვუწოდეთ ადმინისტრაციას, დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები პროფკავშირთან.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპის ტრანსპორტის ფედერაცია, (ETF) საერთაშორისო ტრანსპორტის ფედერაციასთან (ITF) და მის წევრ ორგანიზაციებთან ერთად ახლოდან დააკვირდება ფოთის პორტში შექმნილ სიტუაციას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას რათა მაქსიმალურად დაგეხმაროთ ამ ბრძოლაში და გარანტირებული იყოს მშრომელების უკეთესი სამუშაო პირობები და მათი უფლებების ეფექტური დაცვა.
სოლიდარობით,
ედუარდო ჩაგესი,
ETF-ის გენერალური მდივანი