27.12.2012.
ბატონო დევიდსონ,
ევროპის ტრანსპორტის ფედერაცია აერთიანებს 2,5 მილიონ ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მშრომელებს 41 ქვეყნის 231 პროფკავშირული ორგანიზაციიდან.
ჩვენს შეშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვეთ ფოთის პორტში შექმნილი სიტუაციის შესახებ, სადაც მუშები გაფიცულნი არიან, რაც მოჰყვა ადმინისტრაციის უარს მოლაპარაკებები გამართოს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა ხელფასები, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გაერთიანების თავისუფლების პატივისცემა.
მიგვაჩნია, რომ თქვენი კომპანიის დამოკიდებულება მუშების მიმართ, წინააღმდეგობაშია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის მიერ 2010 წლის მარტში გამოქვენებულ იმ პრინციპებთან, რისი შემუშავებაც საქართველოს პროფკავშირების მიერ გაგზავნილ საჩივარს მოჰყვა.
ჩვენ მთელი სერიოზულობით მოგიწოდებთ დაიწყოთ რეალური მოლაპარაკებები, როგორც ამას ითხოვს პროფკავშირი. ევროპის ტრანსპორტის ფედერაცია, (ETF) საერთაშორისო ტრანსპორტის ფედერაციასთან (ITF) და მის წევრ ორგანიზაციებთან ერთად ახლოდან დააკვირდება ფოთის პორტში შექმნილ სიტუაციას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა გამოხატოს საერთაშორისო სოლიდარობა და მხარდაჭერა მშრომელების მიმართ.
სოლიდარობით,
ედუარდო ჩაგესი,
ETF-ის გენერალური მდივანი