მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თელასის პროფკავშირებმა გაფიცვა გამოაცხადა

19.10.12. სს „თელასი“–ს პროფკავშირების კომიტეტი დღეიდან კომპანიის მასშტაბით აცხადებს გაფიცვას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

 

სს „თელასი“–ს პროფკავშირები აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შრომითი კოლექტივის მიმართ  აბსოლუტურად არაადეკვატური გახდა, უგულებელყოფილია დასაქმებულთა უფლებები, კომპანიაში გაუსაძლისი პირობებია,  ხელმძღვანელობა უარს აცხადებს კოლექტიურ მოლაპარაკებაზე, აგრძელებს თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებას და მათ შეურაცხყოფას.