9.10.12 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აცხადებს ესსეების კონკურს სტუდენტებს შორის თემაზე: ,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში”.
საუკეთესო ესსეების წარდგენა მოხდება პროექტის დასკვნით კონფერენციაზე, სადაც გამარჯვებულისტუდენტები დაჯილდოვდებიან და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ნაშრომს.
ნაშრომი დაბეჭდილი სახით არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს და არ უნდა იყოს 4 გვერდზე ნაკლები. (Font: acadnusx. Font size: 14).
ნაშრომი უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონულ მისამართზე: tradeunionclub@gmail.com არაუგვიანეს 2012 წლის 22 ოქტომბრისა.
საპრიზო კატეგორიები:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 150 ლარი
კონკურსი ტარდება პროექტის ,,სტუდენტები უმღლესი განათლების ხელმისაწვდომობისათვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია, შეისწავლოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სწავლის გადასახადის შედარებითი ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების სწავლის საფასურთან მიმართებაში.
პროექტის ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ
ტელ: +995 32 2 39 03 84
მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას I შესახვევი N1/43. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, II სართული.
პროფკავშირების ახალგაზრდული კლუბი