25.09.12 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელსუფლების ადექვატურ ნაბიჯებს სამწუხაროდ ვერ ხედავს. „მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებზე როგორც მინიმუმ დარცხვენილი უნდა საუბრობდეს, თუმცა ამის ნაცვლად ადგილი აქვს გაურკვეველ რიტორიკას. მიგვაჩნია, რომ ქვყენის მთავრობას არ აქვს მორალური უფლება ხმამაღლა საუბრობდეს თავის დემოკრატიულობაზე, მაშინ როცა მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური და პროფკავშირული ნიშნით სდევნიდა პედაგოგებს, რკინიგზელებს, საჯარო მოხელეებს, მედიცინის მუშაკებს, მეტალურგებს, პროფკავშირების ლიდერებს. ჩვენ კარგად გვახსოვს ადამიანის უფლებათა დარღვევის უამრავი ფაქტი, ხელისუფლების მხრიდან ცალკეულ მოქალაქებზე, ადამიანთა ჯგუფებსა და პროფკავშირებზე ზეწოლის შემთხვევები. მართალია ამის ამსახველი ვიდეო ჩანაწრები არ არსებობს, თუმცა ჩვენს მეხსიერებაში ყველაფერი ინახება. პროფკავშირები უერთდება და სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელი სტუდენტების გულწრფელ პროტესტს. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიsa და ზოგადად სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალ გარემოში ფუნქციონირების საშუალება რომ მიეცათ, ჩვენ კი ხელოვნურად შექმნილი არასამთავრობოებისა და უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების იმედად არ ვყოფილიყავით – საქმე აქამდე არ მივიდოდა.“