ჰუან სომავიას
შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბრიუსელი. 20 სექტემებერი 2011 წელი
ძვირფასო გენერალურო მდივანო,მე გწერთ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის სახელით და გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ ქუთაისში მდებარე საწარმო ‘’ჰერკულესში’’ წინა დღეებში განხორცილებულ ადამიანისა და პროფკავშირის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებში. 2011 წლის 4 აგვისტოს ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა შექმნეს პროფკავშირი, რომელშიც გაწევრიანდა 147 დასაქმებული და აირჩიეს ხელმძღვანელი ორგანოები. თუმცა, საწარმოს ადმინისტრაციამ არ აღიარა პროფკავშირი და მისი არჩეული 6 ლიდერი 11 აგვისტოს სამუშაოდან გაანთავისუფლა. ადმინისტრაციამ ასევე უგულვებელჰყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მცდელობა მოლაპარაკებების გზით გადაეჭრა არსებული კონფლიქტი. 2 სექტმებერს, საწარმოს მუშებმა საქართველოს კანონდმებლობის დაცვით მოაწყვეს გამაფრთხილებელი გაფიცვა და მოითხოვეს სამუშაოდან განთავისუფლებული პროფკავშირული ლიდერების სამუშაოზე აღდგენა და კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება, რაზეც ადმინისტრაციამ სხვა პროფკავშირის აქტივისტების სამუშაოდან დათხოვნით უპასუხა. 13 სექტემბერს მუშებამ გამოაცხადეს სრულმასშტაბიანი გაფიცვა, რომელშიც მუშა-ხელის 90 პროცენტი მონაწილეობდა. რამდენიმე გაფიცულმა კი შიმშილობა დაიწყო. 15 სექტემბერს, ღამის 10:15 წუთზე, გაფიცულებთან გამოჩნდა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომლის მანქანასაც პოლიციელების 50 მანქანა მოყვებოდა. პოლიცილებმა გაფიცვის დაშლა დაიწყეს, 11:15 წუთისთვის მოშიმშილეები და 40-მდე მოშიმშილე იქნა დაკავებული, რომლებიც რამდენიმე საათის შემდეგ გაანთავისუფლეს. საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელები სახლებში ურეკავდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი აკითხავდნენ გაფიცულ მუშებს და ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, თუკი ისინი სამუშაოზე არ დაბრუნდებოდნენ. ზოგიერთმა მუშამ ისიც კი განაცხადა, რომ მათ ემუქრებოდნენ თუკი არ დაბრუნდებოდნენ სამუშაოზე, პოლიცია ძალით წამოიყვანდა მათ. დაკავებულ მუშები აიძულეს დაეწერათ ხელწერილები იმის შესახებ, რომ ისინი აღარასოდეს არ მიიღებდნენ მონაწილეობას მსგავსი ტიპის გაფიცვებში, აქციებსა და მანიფესტაციებში და ისინი დაუბრუნდებოდნენ სამუშაო ადგილებს.პოლიციელების მხრიდან ამ უკანონო მოქმედებებს მთავრობის არცერთი ოფიციალური პირისგან კომენტარი არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის ვიცე-მერს, რომელმაც გაფიცული მუშები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინვესტორები ყველანაირ დახმარებას მიიღებდნენ სახელმწიფოსგან. 18 სექტემბერს სამი პროფკავშირელი ლიდერი ირაკლი იობიძე, მალხაზ გოგიავა და ემილო გუმბერიძე პოლიციამ დააპატიმრა. Dდაპატიმრებამდე აღნიშნული აქტივისტები იმყოფებოდნენ თბილისში და შეხვდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელებს, რათა განეხილათ ქუთაისის შემთხვევა, ისინი ასევე უნდა დასწებოდნენ სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ‘’ჰერკულესში’’ განვითარებული მოვლენები არის აპროფკავშირული უფლებების სერიოზული დარღვევა, როგორც საწარმოს ადმინისტრაციის, ასევე მთავრობის მხრიდან. პროფკავშირების ლიდერებისა და დამფუძნებლების სამუშაოდან დათხოვნა არის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული გაერთიანებ]
]>