მიმდინარეობს საიტის განახლება

მანფრედ ვარდა

ძალაუფლება ქარხანაში მუშაკთა უფლებების აღსადგენად, რომლებიც ამჯერად განწირულ მდგომარეობაში იმყოფებიან.IჩEM-თვის საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირი იმყოფება მსოფლიოს მასშტაბით 467 წევრ ორგანიზაციათა შორის, და გატყობინებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ სხვა პროფკავშირულ გაერთიანებებთან ერთად, რაც აუცილებლია, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დავაყენოთ ეს სოციალური სირცხვილი, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გამოსწორდება.დასაწყისისთვის, IჩEM მოგიწოდებთ, რომ ჩაერიოთ და მოუხსნან სასჯელი სამ პროფკავშირელ ლიდერს: ემილო გუმბერიძეს, ირაკლი იობიძესა და მალხაზ გოგიავას. ისინი დააკავეს შაბათს, 17 სექტემბერს, და მათი დაკავება შეფასებულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების, როგორიცაა ასოციაციის თავისუფლების დარღვევად. ასევე, IჩEM მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს სრული გამოძიება გასულ კვირას პოლიციისა და მთავრობის მიერ ჩატარებულ რეპრესიებში თანამონაწილეობას, ჩარევასა და პროფკავშირელი აქტივისტების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, პატივცემულო პრეზიდენტო და პრემიერ-მინისტრო, რომ მოსთხოვით კომპანიასა და მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, დააბრუნონ ისინი სამუშაო ადგილებზე. ეს არის აუცილებელი და საჭირო ნაბიჯი გადადგმული მორიგებისკენ და გარანტი იმისა, რომ საქართველო ადამიანური და პროფკავშირული უფლებების გამო არ იქნება შავ სიაში.ზემოთაღნიშნული სამი მუშაკის გარდა, IჩEM-მა დაადგინა შემდეგი დასაქმებულები:
გიგა ელიაშვილი, დავით კიზირია, დარეჯან რობაქიძე, კახა ცერცვაძე, გიორგი შვანგირაძე, გოჩა მელაძე, მამუკა ჯაიანი, ტარიელ ცერცვაძე, იუზა კახაძე, გოჩა დარჯანია, ირაკლი სირბილაძე, მამუკა ტურბელაძე, მირზა ბობოხიძე. ეს არის არასრული სია და შესაძლოა ვინმე აკლდეს. კიდევ ერთხელ, IჩEM  გთხოვთ, რომ მიიღოთ დაუყოვნებლივი ზომები ევრაზიასთილში პოლიციის რეპრესიების შესაჩერებლად და გადადგათ გამოსასწორებელი ნაბიჯები. მოუთმენლად ველი თქვენგან დადებით პასუხს.

პატივისცემით,მანფრედ ვარდა

გენერალური მდივანი

წერილი ასევე გაეგზავნა ირაკლი პეტრიაშვილს, თამაზ დოლაბერიძესა და შარონ ბაროუს.