მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა

 

ა. ასოციაციის თავისუფლება

კანონი უფლებას აძლევს ყველა დასაქმებულს, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს საკუთარი არჩევნის შესაბამისად დააფუძნონ და გაწევრიანდნენ დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებში ყოველგვარი წინასწარი ნებართვისა ან ზედმეტი მოთხოვნების გარეშე. თუმცა, კანონი ზღუდავს მთელი რიგი დასაქმებულების პროფესიული კავშირის დაფუძნების და გაერთიანების და ასევე გაფიცვის უფლებას, კერძოდ ესენია: ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ექიმები, მეხანძერეები, პროკურატურის და ზოგიერთი სამინისტროს თანამშრომლები. პროფესიულმა კავშირებმა აღნიშნეს, რომ შრომის კოდექსის ზოგიერთი დებულება ზღუდავს დასაქმებულების მიერ მათი უფლებების გამოყენების მექანიზმებს. პროფესიული კავშირის დასაფუძნებლად საჭიროა არანაკლებ 100 ადამიანის ინიციატივა – ეს მოთხოვნა არაგონივრულადაა მიჩნეული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ ექსპერტთა კომიტეტის მიერ.
პროფკავშირების ძირითადი გაერთიანებაა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GთUჩ), რომელიც მოიცავს 22 ორგანიზაციას (2 რეგიონულ და 20 სექტორულ ორგანიზაციას) და აერთიანებს 252,900 დასაქმებულს (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაცია). იგი აერთიანებს რამდენიმე მცირე ზომის პროფკავშირს: მომსახურების, სოფლის მეურნეობისა და ხელოვნების მუშაკების. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ საწარმოში დასაქმებულთა უმეტესობა პროფკავშირის წევრია, ისინი მაინც ვერ ფლობენ დიდ ძალაუფლებას. მხოლოდ წევრების უმცირესობა არის ჩაბმული შრომით მოძრაობაში. კრიტიკოსებს სჯერათ, რომ მათ შიშველი ხელებით უნდა იბრძოლონ.
კანონი უფლებას აძლევას პროფკავშირებს, იმოქმედონ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. მათ აქვთ გაფიცვის უფლება, მაგრამ აქციის მაქსიმალური ხანგრძლივობა 90 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. გაფიცვა, ძირითადად, ეხება უფლებების და არა ინტერესების კონფლიქტს. დასაქმებულები ძირითადად ახორციელებენ გაფიცვის უფლებას შრომის კოდექსის შესაბამისად. პროფკავშირები განმარტავს, რომ მშრომელებში მაინც არსებობს სამსახურის დაკარგვის შიში და ზოგიერთი მათგანი ამ შიშის გამო აქციებში ვერ იღებს მონაწილეობას.

ბ. ორგანიზების უფლება და კოლექტიური მოლაპარაკება

კოლექტიური მოლაპარაკება აღიარებულია კანონით და კანონი აწესებს პასუხისმგებლობას იმისთვის, ვინც უარს ამბობს კოლექტიურ მოლაპარაკებაზე, თუმცა მთავრობა ყოველთვის არ უზრუნველყოფს ამ ნორმის პრაქტიკულ განხორციელებას. სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნავს, შრომის კოდექსის ერთ-ერთ უდიდეს ნაკლოვანებას, რომ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელი არაა ვალდებული ამის თაობაზე გააფრთხილოს დასაქმებული. შრომის კოდექსი, ასევე, უფლებას აძლევს დამსაქმებელს შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მიზეზის ახსნის გარეშე. ეს დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, დაითხოვოს დასაქმებული დისკრიმინაციული საფუძველით (სქესის, პოლიტიკური გაერთაინებისადმი კუთვნილების და ა.შ.) ან პროფკავშირული აქტიურობის გამო.
მთელი წლის განმავლობაში საქართველოს პროფკავშირებმა დაახლოებით 80 კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულება გააფორმა, აქედან სამი დარგობრივი დონის ხელშეკრულებაა. მწირი მენეჯმენტი და ცუდი ხელმძღვანელობა, აგრეთვე კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესების ნაკლებობა ზღუდავს კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტიანობას.
კანონით იკრძალება დამსაქმებლის მიერ პროფკავშირის წევრების დისკრიმინაცია და პროფკავშირის ღონისძიებების საწინააღმდეგო ქმედებები. შესაძლებელია, დამსაქმებლები წარსდგნენ სასამრთლოს წინაშე, კანონის დარღვევისა და დასაქმებულებზე ძალადობის განხოციელების ფაქტების გამო. აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსით იზღუდება დამსაქმებლების ნება-სურვილი ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი, კანონის გვერდის ავლით, ცდილობენ, იპოვონ გზები, სასამართლოს წინაშე თავის დასაძვრენად. კანონის მიუხედავად, საქართველოს პროფკავშირები და მათი ეროვნული გაერთიანებები აგრძელებენ მოხსენებების გაკეთებას იმის თაობაზე, რომ კვლავ გრძელდება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, პროფკავშირულ ღონისძიებებში მონაწილეობის გამო. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დასაქმებულებს ყოველგავრი ახსნა-განმარტებების გარეშე ათავისუფლებენ სამუშაო ადგილებიდან, რაც ყოვლად დაუშვებელი და კანონით აკრძალულია. პროფკავშირების შეფასებით, დაახლოებით 20,000 ადამიანია გათავისუფლებული.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მუშაკი ასაჩივრებს იმ მუქარას და ზეწოლას, რომელიც განხორციელდა მათი დამსაქმებლის მხრიდან, საჯარო სექტორის ჩათვლით, იმის გამო, რომ რომ მათ მონაწილეობა მიიღეს პროფკავშირულ ღონისძიებაში. დაზარალებული მუშაკები არიან: მასწავლებლები, მაღაროებში, ნავთობსადენებზე, პორტში დასაქმებულები. პროფკავშირების ინფორმაციის თანახმად, წლის განმავლობაში, 51 მუშაკი გაათავისუფლეს უმიზეზოდ, რაც, შესაძლებელია, მათი პროფკავშირის წევრობით იყო განპირობებული. სხვა შემთხვევებში არ იყო იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ გათავისუფლების მიზეზი პროფკავშირის წევრობა გახდა. საწარმოებში, ძირითადად, მოკლევადიანი (1-თვიანი) კონქტრაქტებია გაფორმებული და კონტრაქტის ვადის ამოწურვა მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ხდება.
2007 წელს ფოთის პორტის ხელმძღვანელობამ დაითხოვა პროფკავშირის წევრები და დალუქა მათი ოფისი, პროფკავშირული საქმიანობის გამო. მოლაპარაკები შემდეგ, რომელიც პორტის ხელმძღვანელობასა და პროფკავშირებს შორის გაიმართა, პორტის ხელმძღვანელობამ აღადგინა გათავისუფლებული მუშაკების უმეტესობა და გახსნა მათი ოფისი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში არ იქნა აღდგენილი 11 მუშაკი, რის გამოც 4 მაისს საქართველოს პროფკავშირებმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (EჩHღ). სასამართლომ მიიღო GთUჩ-ის საჩივარი და ამ საკითხის განხილვა 2010 წლის დასაწყისში დაიწყო.
პროფკავშირებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის მარტში BთM ტექსტილის მუშაკებმა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალურად დააფუძნეს პროფკავშირი, რომელიც GთUჩ-ის აჭარის დარგობრივი პროფკავშრირის წევრია. ამავე დროს, 9 მუშაკი, რომელიც ამ კომპანიაში 2007 წლიდან მუშაობს, პროფკავშირის კომიტეტის წევრებად აირჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირის დაფუძნების ოფიციალური განცხადება კომპანიის გენერალურ დირექტორს ი-მეილით გაეგზავნა. მომდევნო დღეებში, დამსაქმებელმა, შრომის კოდექსის 37(დ) და 38(მე-3) პუნქტის თანახმად, გაათავისუფლა ის 9 მუშაკი, რომელიც კომიტეტის წევრებად იქნენ არჩეულები. ბათუმის საქალაქო სასამრთლომ არ დააკმაყოფილა პროფკავშირის მოთხოვნები და წლის ბოლოს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ დაიწყო ზემოთ მოყვანილი ფაქტების განხილვა. პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ, მსგავსი შემთხვევებით, მშრომელებს გული აუცრუვდებათ პროფკავშირის რიგებში გაერთიანებასა და პროფკავშირულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე.
GთUჩ-ის მოხსენებაში მოყვანილია ფაქტები და შემთხვევები, როცა დამსაქმებელი უარს აცხადებს გადაიხადოს პროფკავშირის სავალდებულო საწევრო, რომელიც დასაქმებულებს ხელფასიდან ეჭრება და პროფკავშირის საბანკო ანგარიშზე ირიცხება. ასეთი ფაქტის დადასტურებაა ის, რომ "საქართველოს ფოსტა" სისტემატურად ბლოკავს პროფკავშირის საწევროს, 38 000 ლარის (22 485 აშშ დოლარი) გადარიცხვას პროფკავშირების საბანკო ანგარიშზე. GთUჩ-ის თანახმად, ეს პროცესი წლის ბოლომდე იწელება და კვლავ არ არის ჩარიცხული პროფკავშირების საწევრო "საქართველოს ფოსტის" მიერ.

გ. იძულებითი და სავალდებულო შრომა

კანონი კრძალავს იძულებით და სავალდებულო შრომას და იძულებით შრომაზე არანაირი მოხსენება არ არსებობდა. არსებობდა მოხსენება მხოლოდ იმის თაობაზე, რომ ქალები და ბავშვები – კომერციული სექსუალური ძალადობის, მამაკაცები და ქალბატონები კი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან (მუხლი 6).
არასმთავრობო ორგანიზაციებმა და პრფოკავშირებმა გააპროტესტეს შრომის კოდექსში ჩადებული მუხლი, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი კატასტროფებისა და ფორსმაჟორული მდგომარეობის დროს შესრულებული მუშაობის შრომის ანაზღაურება არ ხდება. შრომის კოდექსი, ასევე, უფლებას აძლევს დამსაქმებელს, შეცვალოს სამუშაო საათები – 90 წუთი შრომით კონტრაქტში ჩადებული პუნქტების გაუთვალისწინებლად.
"ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, როდესაც სამხედრო სამსახურში იძულებით გაიწვიეს 18 წლის ქვემოთ ასაკის მოზარდები სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონიდან, თუმცა, აღნიშნულია, რომ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება."

დ. ბავშვთა შრომის აკრძალვა და სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შეზღუდვა

არსებული კანონებით და პოლიტიკით უნდა დავიცვათ ბავშვები სამუშაო ადგილებზე ექსპლუატაციისგან. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბავშვთა შრომა არსებობს რამდენიმე სექტორში.
სახალხო დამცელის ოფისიდან მოწოდებული ინფომაციის თანახმად, შრომის კოდექსში ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი არასრულწლოვანთა უფლებებს, ისინი, ძირითადად, დასაქმებულები არიან დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პასუხისმგებელია კანონის ზემოქმედებით დაარეგულიროს ბავშვთა შრომა. 2007 წლის ანგარიშიდან (არ გახლავთ ოფიციალური წყარო) გამომიდნარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბავშვების 77,4% მუშაობს მიწაზე, მაშინ როდესაც 18,4% დასაქმებულია საწარმოში. IთUჩ-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ის ბავშვები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ჩართულნი არიან ბავშვთა შრომაში და დაკავებულნი არიან მიწათმოქმედებით. ქალაქში მცხოვრები ბავშვები კი, ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, მუშაობენ ქუჩაში, მათხოვრობენ ან ეწევიან წვრილმან ვაჭრობას.
დასაქმების კანონით განსაზღვრული მინიმალური ასაკია 16 წელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბავშვს შეუძლია იმუშაოს მშობლების თანხმობით 14-15 წლის ასაკში. 18 წლის ასაკს ქვემოთ ბავშვების დასაქმება ყოვლად დაუშვებელია მავნე და მიწისქვეშა სამუშაო ადგილებზე, ხოლო 16-18 წლის დასაქმებული ბავშვებისთვის უნდა შემცირდეს სამუშაო საათები და უნდა აიკრძალოს ღამის ცვლაში მათი დასაქმება. შრომის კოდექსით, ნებადართულია 14 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვების ჩართვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებსა და წარმოდგენებში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია, მოახდინოს შრომითი იძულების ფაქტების დადგენა, განიხილოს საჩივრები და განსაზღვროს მისი შესაბამისობა შრომის კანონმდებლობასთან და დებულებებთან. დეპარტამენტი, ასევე, მოიცავს ბავშვთა დაცვისა და სოციალური პროგრამის შიდა განყოფილებებს, სადაც დასაქმებულია 12 სპეციალისტი, რომლებიც, ძირითადად, მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბავშვის შვილად აყვანა, აღზრდა, ბავშვთა უფლებები და ბავშვთა შრომა. მათ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მთელი წლის განმავლობაში არც ერთი საჩივარი არ მიუღიათ ბავშვთა შრომის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოქმედებს სოციალური მომსახურების სააგენტო, სადაც სრულფასოვნად ემსახურებიან სოციალურ მუშაკებს.

ე. მისაღები სამუშაო პირობები

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი თვეში 115 ლარს (68 აშშ დოლარი) შეადგენს, კერძო სექტორში, დაახლოებით, 20 ლარს თვეში (12 აშშ დოლარი), რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასაქმებულისა და ოჯახისთვის ღირსეული ცხოვრების სტანდარტს. მინიმალური ხელფასი კერძო და სახელმწიფო სექტორში იყო საშუალოზე დაბალი, საარსებო მინიმუმის დონე კი – 124,70 ლარი (74 აშშ დოლარი) ერთ სულზე, ხოლო 209 ლარი (124 აშშ დოლარი) – ოჯახზე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია, იზრუნოს მინიმალური ხელფასის გაზრდაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მინიმალური ხელფასი 2005 წლიდან (სახელმწიფო სექტორში) და 1990 წლიდან (კერძო სექტორში) არ შეცვლილა.
შრომის კოდექსით დადგენილია კვირაში 41 სამუშაო საათი და დასვენების ხანგრძლივობა 24 საათი. სახალხო დამცველის მოხსენებაში კი აღნიშნულია, რომ არასაკმარისი ყურადღება აქვს დათმობილი ფეხმძიმე ქალბატონების საკითხს, რაც შრომის კოდექსის ერთ-ერთ მთავარ ნაკლს წარმოადგენს. კოდექსი არ იცავს ფეხმძიმე ქალებს სამსახურის დაკარგვისგან დეკრეტული შვებულების განმავლობაში.
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს (ამაში არ შედის შესვენება და შვებულება), სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის ხანგრძლივობა კი არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შრომის კოდექსის დებულებით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაქირავებული ამუშაოს სამუშაოს დამთავრების შემდეგ, დამატებით, 90 წუთი, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე (მუხლი N7), რაც ყოვლად დაუშვებელია. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარევი ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება, მისი თანხმობის გარეშე. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო დროს აღემატება. თუ შრომითი ხელშეკრულებით სამუშაო დრო არ არის განსაზღვრული, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა კვირაში 41 საათს აღემატება. ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ დამსაქმებელი, როგორც წესი, ხშირ შემთვევაში, არ უნაზრაურებს დასაქმებულს ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს.
მთავრობამ შეიმუშავა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები, მაგრამ სახალხო დამცველის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ არ არის დაცული მშომელეთა უსაფრთხოება, რაც შრომის კოდექსის ერთ-ერთ ნაკლს წარმოადგენს. დამატებით, ერთ-ერთი მინისტრის მოადგილემ და მინისტრის მრჩეველმა აქცენტი გააკეთეს შრომით პრობლემებზე. სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს შრომის სტანდარტები და საკანონმდენლო წინადადებები. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უნდა შეიმუშოს შრომითი პოლიტიკა და შრომასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელიც უნდა დაამტკიცოს სამინისტრომ.
GთUჩ-ისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს მთავრობის მიერ არ ჩატარებულა სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამოკვლევა. გაუქმებულია შრომის დაცვის ინსპექცია, რის გამოც არ არსებობს ამ ფუნქციის განმახორციელბელი სახელმწიფო ორგანო. კანონით ნებადართულია საშიშFპირობებიანი სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება და უფლება ეძლევა დასაქმებულებს თავი აარიდონ ისეთ მდგომარეობას, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. პრაქტიკაში, სამსახურის დაკარგვის შიშით, დსაქმებულები იშვიათად სარგებლობენ ამ უფლებით.