ვახტანგ მაჭავარიანი – დაიბადა 1947 წლის 8 ივლისს
განათლება:
1973 წელს- დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და კრედიტი;
სამუშაო გამოცდილება:
1965–1967 წწ. – #6 დიდუბის წისქვილკომბინატი;
1967-1973 წწ. – თბილგვირაბმშენის საამშენებლო-სამონტაჟო მატარებელი #213;
(მიწისქვეშა სამუშაოები);
1973-1975 წწ. – ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონული კომიტეტი, საორგანიზაციო
განყოფილების ინსტრუქტორი;
1975-1976 წწ. – საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტი;
ვაჭრობისა და საგეგმო-საფინანსო გაყოფილების ინსპექტორი;
1976-1980 წწ. – საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, ინსტრუქტორ-
კონტროლიორი;
1980-1984 წწ. – საჩხერის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე;
1984-1991 წწ. – მუშაობდა საქართველოს პროფსაბჭოში, სახელმწიფო სოციალური
დაზღვევის განყოფილების გამგე;
1991-2007 წწ. – საქართველოს ვაჭრობისა და სამომხმარებლო კოოპერაციის
მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;
2007 წლის 21 დეკემბრიდან – დღემდე – არჩეულია საქართველოს პროფესიული
კავშირების გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ;
სხვადასხვა დროს არჩეული იყო ქ.თბილისის ოქტომბრისა (ჩუღურეთის) და საჩხერის რაიონული საბჭოების დეპუტატად;
უცხო ენების ცოდნა:
ქართული – მშობლიური; რუსული – თავისუფლად;
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი