მიმდინარეობს საიტის განახლება

გულადი ლომინაშვილი

გულადი ლომინაშვილი – დაიბადა 1948 წლის 25 აგვისტოს

განათლება:

1966-1971 წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი , სპეციალობით – ეკონომისტი;

სამუშაო გამოცდილება:

1971 წლის სექტემბრიდან – 1972 წლის იანვრამდე – მუშაობდა თსუ-ში, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ვაჭრობის ორგანიზაციის კათედრაზე – ასისტენტად;

1972 წლის იანვარში – უნივერსიტეტის წარგზავნით მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროში – “შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის ცენტრალურ ლაბორატორიაში” ეკონომისტად;

1972 წლის ივნისიდან – ვმუშაობდი უფროსი ეკონომისტის თანამდებობაზე;

1978 წლის 1 ივნისიდან – ვაჭრობის სამინისტროს სამრეწველო საქონლით ვაჭრობის სამმართველოში  – უფროსი ეკონომისტი;

1983 წელს – ამავე სამმართველოში “სახალხო მოხმარების საქონლით ვაჭრობის სექტორის” გამგე;

1991-1992 წწ. – ვაჭრობის სამინისტროს  “საქგალანტერიის” რესპუბლიკური საბითუმო ბაზის მართველის მოადგილე, მართველის მოვალეობის შემსრულებელი, მართველის პირველი მოადგილე.

1992 წლის მარტში – საქართველოს ვაჭრობის სამინისტროში მთავარი საქონელთმცოდნე;

1993 წლიდან – განყოფილების გამგე;

1993 – 2003 წწ. – მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის, მატერიალური მომარაგების და მრეწველობის სამინისტროებში განყოფილების უფროსად;

2003-2004 წწ. – ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მთავარ სპეციალისტად;

2004 წლიდან დღემდე –საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება – უფროსი რეფერენტი;  

მიღებული ჯილდოები:

1966 წელი – მედალი “სანიმუშო ყოფაქცევისა და წარჩინებული სწავლისათვის”;

1970 წელი – მედალი “ყამირის ათვისებისათვის”;
1983 წელი – “ვაჭრობის წარჩინებული მუშაკის” წოდება;
2000 წელი – პრეზიდენტის წერილობითი მადლობა;

გამოქვეყნებული მასალები და პუბლიკაციები:

1976 წელი – “უდეფექტო შრომის ორგანიზაცია”, ჟურნალი “ვაჭრობის ბიულეტინი”;
1998 წელი – “შრომის მეცნიერული ორგანიზაცია მაღაზიაში”;
2005 წელი – “ციფრები და ფაქტები” გაზეთი “კაბადონი” და სხვა;

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი