ჯონი ჯანაშია – დაიბადა 1962 წლის 10 აგვისტოს.
განათლება:
1988 წელს – დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
1988-1989 წლებში – გაიარა ინტერნატურა ბავშვთა ნევროლოგიაში.
სამუშაო გამოცდილება:
1989-1993 წლებში მუშაობდა თბილისის ნარკოლოგიურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, ექიმ-ნარკოლოგად.
1993 წლიდან 1998 წლამდე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს უფროს ოფიცრად, შეიარაღებული ძალების მთავარ ნარკოლოგად. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
1998-2003 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, მინისტრის მთავარი მრჩეველი.
2003 წლიდან 2004 წლამდე იყო ტელეკომპანია “იმედის” პროგრამა “არ იდარდოს” პროდიუსერი.
2004-2008 წლებში ეკავა კლინიკა შ.პ.ს. ”სამკურნალო კომბინატის” გენერალური დირექტორის თანამდებობა.
2008 წლიდან 2009 წლამდე ასრულებდა განყოფილების გამგის მოვალეობას, ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.
2009 წლიდან იყო ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს კონსულტანტი, შ.პ.ს. “ვერე 21”-ის ექიმი ნარკოლოგი.
არის 4 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.