დავით ოქიტაშვილი – საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი
დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით – “ლითონმცოდნეობა და ლითონთა თერმული დამუშავება” და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით “შრომის ორგანიზაცია და ნორმირება”.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ქარხანა “ცენტროლიტში”, იყო შპს “ორიონის” გენერალური მდივნის მოადგილე, იყო ქვესაწარმო “ლორდის” პრეზიდენტი.
მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლების ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების რეფერენტად, მერიის კულტურის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებათა სამმართველოს უფროსად.
ამჟამად მუშაობს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის უფროსად.