25 მარტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში გაიმართა ტრეინინგი თემაზე ,,ტრეფიკინგი, მიგრაცია და იძულებითი შრომა”, რისი მიზანიც იყო მონაწილეების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებში.
ტრეინიგში მონაწილეობა მიიღებს შემდეგი დარგების წარმომადგენლებმა:
,,საქართველოს თვითდასაქმებულთა, ინდმეწარმეთა და ვაჭრობის სფეროში მომუშავეთა პროფესიულმა კავშირი”, ,,საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულმა კავშირი”, ..საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიულმა კავშირი”, ..საქართველოს მომსახურების სფეროს, ადგილობრივი და კომუნალური მეურნეონის მუშაკთა პროფესიულმა კავშირი”, ..საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირი” ,,ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირი” და
საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური აპარატმა და სტუდენტებმა.
ტრეინინგზე მონაწილეებს დაურიგდათ საიმიგრაციო საინფორმაციო სახელმძღვანელოები შემდეგი ქვეყნების შესახებ: ..გერმანია, ავსტრია, საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბუკლეტი.
აღინიშნა, რომ დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი დამატებით საფრთხეებს ქმნის ტრეფიკინგისა და მიგრაციის ზრდისათვის და ასევე აღინიშნა, ისიც, რომ ბოლო თვეებში მშრომელი მიგრანტებისაგან მიღებული ფინანსური გზავნილების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
მონაწიილეების შეკითხვები ეხებოდა მიგრანტთა დისკრიმანიციას და მათ ანაზღაურებას დანიშნულების ქვეყნებში.
დარგის წარმომადგნელებს ეცნობათ, რომ მათ გააქტიურონ მუშაობა შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც ხელს შეუწყობს მშრომელი მიგრანტების უსაფრთხო რეპატრიაციას და მათ საზოგადოებაში შემდგომ რეინტეგრაციას.