1 მაისს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა საერთაშირისო დღეს უჩვეულო გარემოში ხვდება და არაორდინალურად აღნიშნავს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერთიანების წარმომადგენლებმა, ნაცვლად მასშტაბური მსვლელობის და მანიფესტაციისა – ონლაინ მანიფესტი წარმოადგინეს.
დასაქმებულთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პროფკავშირების გაერთიანებამ სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ონლაინ აქტივობა წარმოადგინა. 10 ზე მეტი დასაქმების სექტორის, 50 მდე წარმომადგენელმა, სხვადასხვა ლოკაციიდან სამუშაო ადგილებზე არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე, აგრეთვე შექმნილ მდგომარეობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ირაკლი პეტრიაშვილი კი ხელისუფლებას საპირველმაისო მანიფესტით მიმართავს.
https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/3156294871082578/
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, პროფკავშირების გაერიანების ცენტრალური ოფისის ეზოში სპეციალური განცხადება გააკეთა პრესისთვის და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემები და ფოტო გამოფენა წარმოადგინა. საუბარი შეეხო პანდემიის და კარანტინის პირობებში შექმნილ პრობლემებზე, კრიზისულ ვითარებაზე, უმუშევრობაზე და პერსპექტივებზე.
https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/2886897498031083/