სამშენებლო სფერო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის დარგია, საწარმოო უბედური შემთხვევების ყველაზე დიდი წილი სწორედ მშენებლობაზე მოდის. ეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალა აერთიანებს როგორც პრაქტიკულ რჩევებს დასაქმებულებისთვის, ისე საცნობარო ინფორმაციას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.
პირველი ნაწილი დასაქმებულს მიემართება. მარტივად აღწერს ხუთ მთავარ სასიკვდილო საფრთხეს: სიმაღლიდან ვარდნა, ელექტრო დენი, ვარდნადი საგნები, მანქანა-მექანიზმები და მავნე მტვერი/ქიმიური ნივთიერებები და განმარტავს დასაქმებულის უფლებებს: უფასო სწავლება, დაცვის საშუალებები, რისკებზე ინფორმაცია და გარდაუვალი საფრთხის დროს სამუშაოს შეჩერების უფლება. ასევე მოცემულია სამუშაოს დაწყებამდე შესამოწმებელი მთავარი პუნქტები და ქცევის წესები დარღვევის, საფრთხის ან უბედური შემთხვევის დროს.
მეორე ნაწილი სპეციალისტებისთვისაა. ის მიმოიხილავს მარეგულირებელ ჩარჩოს, დაცვის იერარქიის პრინციპს (აღმოფხვრიდან ინდივიდუალურ/კოლექტიურ დაცვამდე), დამსაქმებლის ვალდებულებებსა და, რაც მთავარია, უსაფრთხოების კონკრეტულ მოთხოვნებს საფრთხის/სამუშაო სახის მიხედვით. სამშენებლო მოედნის ორგანიზებიდან, სიმაღლეზე მუშაობიდან და ამწეებიდან ელექტროუსაფრთხოებამდე, შემდუღებამდე, დემონტაჟამდე და სახანძრო უსაფრთხოებამდე.”