შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი და მისი მოვალეობები

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 მარტის N81 დადგენილებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის მოვალეობებში შედის ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების ინსპექტირება.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №81 2015 წლის 2 მარტი ქ.თბილისი  

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის№249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებაში (სსმ, №154, 31/12/2005, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.დ“ ქვეპუნქტი: ,,დ.დ)  ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვისა და შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოფხვრის  ხელშეწყობა.“.

2.  მე-3 მუხლს ,,ო3 ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო4 “ ქვეპუნქტი: ,,ო4 ) დასაქმებულთა შრომის უსაფრთხო პირობების დაცვის ხელშეწყობა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენცია.“;

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:  ,,ლ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.“.

4.   187   მუხლის  შემდეგ დაემატოს 188  მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 188 .  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოებისადმი არსებული პირობების ინსპექტირების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება/სრულყოფა;

ბ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების  განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევების, ან იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

დ) დასაქმებულთა და/ან დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში,  სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ,  დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით,  შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“. მუხლი 2 http://www.matsne.gov.ge 01024003010003018466დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

აქვე იხილეთ  საქართველოს მთავრობის დადგენილება: https://matsne.gov.ge/ka/document/download/2750443/0/ge/pdf

arbeidshansker, kjetting, hjelm