ქალი და შრომა

შრომა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და საზოგადოების წინსვლაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში მშრომელი ქალები უდიდეს როლს ასრულებენ, როგორც წარმოების, ასევე მომსახურების სფეროში. ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ სამართლიანობის იდეა თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ თავისუფლებას ,არამედ თანასწორობისა და თანადგომის აუცილებლობას. კანონის წინაშე თანასწორობა დიდი მონაპოვარია, მაგრამ არსებული ეკონომიკური და სოციალური რეალობები, თვალნათლივ გვაჩვენებენ რომ საზოგადოებაში უთანასწორობა არა მხოლოდ არსებობს, არამედ სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ უთანასწორობის ერთ-ერთი მწვავე გამოვლინებაა მშრომელი ქალების მდგომარეობა სამუშაო ადგილებზე, მათი შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების არ არსებობა, შრომის ანაზღაურების უთანასწორო ფორმა და მოცულობა, კარიერული ზრდის, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის დახვეწის პრობლემა დედობის უფლების ჭრილში.

მსოფლიოს განვითარების ისტორია გვაჩვენებს, რომ სამოქალაქო სამართლის განსაკუთრებულ დარგად შრომის სამართლის ჩაამოყალიბება განპირობებულ იქნა იმ კერძო სამართლებრივი ნორმების განუვითარებლობით, რასაც წესით უნდა დაეცვა მშრომელის მართლზომიერი მატერიალური ინტერესები, მაგრამ ვერ იცავდა. ამ ვითარებამ გამოიწვია შრომის სამართლის განვითარების აუცილებლობა, სოციალური ხასიათის ნორმების შემუშავებით, სახელშეკრულლებო თავისუფლების ფარგლების განსაზღვრა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო შრომითი ურთიერთობების დროს, წარმოების საშუალების არ მფლობი და შესაბამისად დაუცველი მშრომელის ინტერესები და ემუშავა შრომითი ურთიერთობის ამ ორი მხარის ფაქტობრივი უთანასწორობის დაძლევაზე.

რადგან შრომითი ურთიერთობების დროს დამსაქმებლის მხარეს არის მატერიალური უპირატესობა, ინფორმაცია და ძალაუფლება, დასაქმებული, როგორც კერძო, ასევე მატერიალური თვალსაზრისით მასზე ხდება დამოკიდებული. ამ ვითარებაში კი როდესაც ხვდება ქალი, ეს ფაქტორები მის მიმართ განსაკუთრებით გამოკვეთილად მოქმედებენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფილადელფიის დეკლარაციაში აღნიშნულია: “ყველა ადამიანს, მიუხედავად მათ რასისა, რწმენისა და სქესისა, აქვს უფლება, თანასწორ პირობებსა და ეკონომიკურად უსაფრთხო გარემოში მიისწრაფოდეს მატერიალური კეთილდღეობისაკენ, თავუსუფალი და ღირსეული ინტელექტუალური განვითარებისკენ“.

საქართველოში არსებული ეკონომიკური სისტემის პირობებში,  დასაქმეების სფეროში ქალის შრომითი უფლებების განსაცორციელებლად საჭიროა არსებული საკანონმდებლო ბაზის ფუნდამენტური გარდაქმნა ეკონომიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპების, შრომის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა მშრომელ ქალს არ აძლევს საშუალებს თანაბარი ღირებულებების შრომისას თანაბარი ანაზღაურება მიიღონ. დღეს ნებისმიერი ობიექტური ადამიანისთვის ნათელია, რომ ქალისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა მხოლოდ მოქმედი შრომითი ხელშეკრულებებით ვერ მოხდება, რადგან ისინი ეყრდნობიან ისეთ ლიბერტარიანულ დოგმებს, როგორიც არის: „ბაზარი ღმერთია“, “მხოლოდ ბაზარი დაარეგულირებს“, “ადამიანი არსებობს ბაზრისთვის’. ზუსტადაც რომ ასეთი ლიბერტარიანული დოგმების საქართველოს შრომით კანონმდებლობაში გაბატონებით არის გამოწვეული ის, რომ  2006 წლიდან მოქმედი შრომის კოდექსი არ იცნობს თანაბარი ანაზღაურების პრინციპს, მასში საეთოდ არაა ნახსენები სამუშაო ადგილზე ქალის ხელშეკრულებლობა, პიროვნული ღირსების ცნება, სექსუალური ხასიათის შევიწროვებისაგან დაცვა.

მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ 1997 წელს საქართველოში რატიფიცირდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის        # 100 კონვენცია “მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, ლიბერტარიანული შრომის კოდექსის შემქმნელებმა იზრუნეს, რომ ამ კოდექსში საერთოდ არ ყოფილიყო განსაზღვრული თავად ანაზღაურების,როგორც რაოობის მნიშვნელობა.ასევე მოქმედი კოდექსი არ ცნობს სექსუალური შევიწროების ცნებას.

მშრომელი ქალებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ორსულობის, მშრობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება. საქართველოს დღემდე არა აქვს რატიფიცირებული 1996 წლის ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მე-8 მუხლის 1 და 2 პუნქტები, რის გამოც ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება დღეს არ შეესაბამება ქარტიის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტს -196 დღეს. 2006 წელს საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება N=231/ნ კი იმდაგვარად არის ფორმულირებული, რომ უფლებების განხორციელება და ნორმების შესრულება მხოლოდ დამსამებლის სუბიექტურ თვალთახედვაზე მინდობილი და  თუ მშრომელი ქალაქის ინტერესების სადარაჯოზე არ დადგა მისი პროფკავშირი, მას საქმე შეიძლება მოწყალების საძიებლად გაუხდეს. ეს ბრძანება პროცედურული ხასიათის ტექნიკური ნორმების ერთობლიობაა და კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის თავისუფლების პრინციპის განხორციელებას ვერ და არ ემსახურება.

ლიბერტარიანული მანიპულაციების შედეგად საქართველოს შრომის კოდექსი საერთოდ არც კი მოიხსენიებს დადებითი ღონისძიებების ცნებას, ეს მშრომელ ქალთათვის და მით უფრო დასაქმების მსურველ ქალთათვის ხშირად დაუძლეველი ბარიერია სამუშაოს ძიებისას. დადებითი ღონისძიებების ცნების დამკვიდრება მნიშვნელოვნად გააიოლებდა სამუშაო ადგილის მძებნელ ქალთათვის, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მატერიალური შემოსავლის წყაროს მოპოვების  საშუალებას.

საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების  შემდეგ მშრომელი ქალების უფლებების დაცვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ევროპს რეალობა ეყრდნობა, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების,  განსაკუთრებით კი მისი შრომითი უფლებების განხორციელებას, როგორც ქალის კულტურული და სოციალური განვითარების საფუძველს.

ევროპის კავშირმა 2010 წელს მიიღო ქალთა ქარტია, რომლის საფუძველზეც შეიმუშავა 2010-2015 წლებზე გათვლილი ქალთა და მამაკაცთა  თანასწორობის განხორციელების სტრატეგია. ამ სტრატეგიის შესაბამისად ქალმა უნდა მიაღწიოს მამაკაცთან ერთად თანაბარი ეკონომიკური დამოუკიდებლობას, თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ხელფასს, გადაწყვეტილების მიღებაში თანაბარ თანამონაწილეობას, ღირსებისა და ხელშეუხებლობის დაცვას, თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამართლებრივი ინიციატივის შესაბამისად მოახდინა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის  რატიფიცირება. ეს მოხდა ჯერ კიდევ მოქმედი საბჭოთა კავშირის პირობებში, ეს  იყო პირველი აქტი, რომელსაც მხარი აუბეს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ისიც წლების შემდეგ. საქართველო ამ მხრივ მოწინავე იყო. ეს არც არის გასაკვირი,რადგან  მშრომელი ქალი ყოველთვის იყო ქართული ხალხური ტრადიციით  ადამიანურობის მაგალითი, საბჭოთა პერიოდში საქართველოში გაშლილი უფლებადაცვითი მოძრაობა ეს ქალთა აქტიური თანამონაწილეობით არის აღბეჭდილი და ქალის უფლებებიც მისი ზრუნვის საგანია. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლლარაციის პირველი მუხლი ხომ აცხადებს:  “ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავის ღირსებით და უფლებებით“.

საკაცობრიო განვითარება, მისი წარსული და აწმყო ნათლად გვაჩვენებს, რომ  ქალი და მისი შრომა საზოგადობის წინსვლის გზაზე შეუცვლელია. ქალის გონებრივი და ფიზიკური შრომა სიცოცხლის ფუძემდებლური პრინციპია, მისი როლი და მნიშვნელობა იზრდება. ცხოვრების ყველა ფურცელი მშრომელი ქალების შემოქმედი სულით არის აღბეჭდილი. ყველგან სადაც ქვეყანას და ერს სჭირდება ქალი ღირსეულად შრომიობს, იღწვის და თუ საჭიროა იბრძვის,  იგი დედაა და ოჯახის ბურჯი. მხოლოდ მშრომელი, მებრძოლი, დედა ქალი შეიძლება იყოს ლეგენდა, მხოლოდ ასეთი ქალი სჭირდება საქართველოს.

დავით არაბიძე8 marti