საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი და აპარატის უფროსი ნატო ნათენაძე სამუშაო ვიზიტით ჰელსინკში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ფინეთის ორ პროფკავშირულ ცენტრთან: SAK-თან, რომელიც ლურჯსაყელოიან დასაქმებულებს აერთიანებს და STTK-სთან, რომელიც თეთრსაყელოიან პროფესიონალებს წარმოადგენს. ასევე შედგა შეხვედრები დამსაქმებელთა კონფედერაციასთან (EK), სოციალური დაზღვევის ინსტიტუტთან (Kela), საპენსიო ცენტრთან, სოციალური უზრუნველყოფის რეფორმის კომიტეტთან, ჰელსინკის უნივერსიტეტთან და იურისტთა პროფესიულ კავშირთან.
განხილულ იქნა სამმხრივი სოციალური დიალოგის ფინური მოდელი, კოლექტიური მოლაპარაკების სისტემა, სოციალური უსაფრთხოება, საპენსიო რეფორმა და შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმები.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ვიზიტი Expertise France-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით განხორციელდა