საქართველოსა და თურქმენეთის პროფკავშირები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე ლავრენტი ალანია თურქმენეთის პროფკავშირების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ოგულჯენეტ ბერდილიევას შეხვდნენ .

შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების დელეგაციის თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მისი მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პროფკავშირული თანამშრომლობის გაღრმავება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა იყო.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, როგორც ეროვნული პროფკავშირული გაერთიანებების, ისე ცალკეული დარგობრივი პროფკავშირების დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებას, დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და პროფკავშირული ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

საუბარი შეეხო სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა წინაშე არსებულ გამოწვევებს, სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და იმ პრაქტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დარგობრივ პროფკავშირებს შორის უშუალო კავშირების დამყარებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პროფკავშირული სოლიდარობის მნიშვნელობაზეც. მხარეებმა იმსჯელეს რეგულარული კომუნიკაციის, გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების პერსპექტივებზე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომლის მიზანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაძლიერება, ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრება და პროფკავშირული მოძრაობის როლის განმტკიცება.

თურქმენეთში გამართული შეხვედრა საქართველოსა და თურქმენეთის პროფკავშირებს შორის ურთიერთობების განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომელიც საფუძველს ქმნის როგორც გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ისე კონკრეტულ დარგებში პრაქტიკული პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის.Artboard 2 copy Artboard 2 Artboard 2 copy 2

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive