პროფკავშირების გაერთიანებამ 2016 წელს გაწეული სამუშაო შეაჯამა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა.

ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”თბილისში გაიმართა.

15724753_10154436295628073_7724683338631523050_o
პრეზენტაციაზე რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სოციალურ დიალოგსა და მის განვითარებას საქართველოში; პროფკავშირების სამართლებრივ საქმიანობას, იურიდიულ მომსახურებას და მოგებულ დავებს;
ასევე საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელებს.
წარმოდგენილი იქნა გაერთიანების აქტივობები, მათ შორის კოლექტიური მოლაპარაკებები და დადებული ხელშეკრულებები, რომელმაც დასაქმებულებს 126 მილიონი ლარის ფინანსური სარგებელი მოუტანა.
მსჯელობა შეეხო პროფკავშირების გაერთიანების ანალიტიკურ საქმიანობას და საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თაობაზე და საპენსიო რეფორმის პაკეტს. ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბევრ საწარმოში პროფკავშირების დევნის ფაქტებზე, საწარმოო უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკასა და იმაზე თუ რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი მომავალ წელს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნისთვის.

არასათანადო სამუშაო გარემო, არათანაბარი შრომითი უფლებები და დაბალი ანაზღაურება-ეს არის პრობლემები, რომლებსაც პროფკავშირები წლის მთავარ გამოწვევად ასახელებენ.

15676551_10154436293718073_4808296291721006898_o  15723552_10154436297853073_1189999310797354728_o 15724520_10154436289983073_5354450277910110010_o   15732036_10154436293863073_9027309984976274541_o 15732063_10154436289938073_5289650690530404328_o  15732148_10154436298143073_707444756077245262_o პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და შრომის ინსპექციაზე რომელიც მისი განჩხადებით უმაქნისია, ფორმალური და რეალურ ცვლილებას საჭიროებს.

 

 

პროფკავშირების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზ15732423_10154436300363073_3613245997569081872_oე და შრომის კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის აუცილებლობაზე.
შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდნენ პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება15774734_10154436292813073_3846365998515794071_o