რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წერილი რკინიგზის გენერალურ დირექტორს, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს

სს ,,საქართველოს რკინიგზ“-ის გენერალურ დირექტორს

ბატონ მამუკა  ბახტაძეს

ასლი: საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,

საპრტნიორო ფონდის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს,

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,

საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ გიორგი ბადაშვილს,

საქართველოს სახალხო დამცველს

ბატონ უჩა ნანუაშვილს,

ევროკავშირის ერჩს ბატონ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში..

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს

ნიდერლანდების სამეფოს ელჩს

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს

ლიტვის ელჩს

ლატვიის ელჩს

ესტონეთის ელჩს

პოლონეთის ელჩს

ბატონო მამუკა

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს კანონის ,,პროფესიული კავშირების“  შესახებ  25-ე მუხლის პირტველი პუნქტისა და  ააიპ ,, საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა“ და სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 3.1.11. მუხლის  თანახმად, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის სამუშაო ოფისი 2013 წლიდან განთავსებულია საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ შენობის (თამარ მეფის 15) ორ ოთახში (#3031-#3032).  ახალი პროფკავშირი სარგებლობს კომპანიის ინტერნეტითა და ტელეფონით.

2014 წლის 15 დეკემბრიდან, ახალი პროფკავშირის საქმიანობა აღნიშნულ შენობაში შეფერხებულია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია იმ ადამიანების სია, რომელსაც შეუძლია კომპანიაში შემსვლელთათვის  საშვის დაშვება. აღნიშნული შესაძლებლობა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრძანებამდე ჰქონდა, მაგრამ რადგან თქვენს მიერ გამოცემულ ბრძანების ისინი საშვის დაშვებაზე უფლებამოსილ სიაში აღარ წერია, საშვთა ბიურომ ჩვენი აპარატის თანამშრომლის პაატა ნინუას შენობაში შემოშვებაზე უარი განაცხადა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტმა 15 დეკემბერს, ორშაბათს ვერ მიიღო ვერცერთი სტუმარი და წევრი რკინიგზელი პირად შეხედრაზე, საშვის დაშვება ვერ მოხერხდა   დაცვის თანამშრომლებთთან ვერც სატელეფონო ზარით  და ვერც პირადად გასაუბრებით.

ამ მომენტისთვის ახალი პროფკავშირის ოფისში შესვლის საშუალება არ ეძლევა არცერთ გამგეობის წევრს,  აპარატის თანამშრომელს და რიგით რკინიგზელს, შესაბამისად ორგანიზაციის საქმიანობა პარალიზებულია.

საქართველოს რკინიგზელთა ახასლი პროფკავშირების ორგანიზებული გაფიცვა დასრულდა 3 დეკემბერს 8 პუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შედეგად.  ამის პარალელურად  მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სს ,,საქართველოს რკინიგზა“-სა და ე.წ.  ,,საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირ“-ს შორის გაფორმდა შეთანხმება  ,,კოლექტიური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და დამატებითი სოციალური მოთხოვნების შესრულებაზე“, რომლის აბსოლუტურად ყველა პუნქტი  წარმოადგენს ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირ“-სა და სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებისა და 2013 წლის 14 ნოემბრისა და 2014 წლის 3 დეკემბრის გაფიცვის შემდგომი შეთანხმებების რეგულირების საგანს.

შრომითი დავის წარმოშობიდან ერთ კვირაში,  ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაუშვეს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი  და გამგეობის წევრი დავით ვაშაკიძე, რომლის  საქმეც ამჟამად  სასამართლოშია.

სამსახურიდან მალევე გაანთავისუფლეს რკინიგზის ფილიალ  ,,გლობალ ბიზნეს სოლუჟენ“-ში დასაქმებული ჩვენი პროფკავშირის  სამი    წევრი. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ფილიალში 150 დასაქმებულიდან მხოლოდ  აღნიშნული  3 იყო ჩვენი ორგანიზაციის  წევრი.

გაფიცვის დასრულებიდან რამოდენიმე დღეში, ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის  დასავლეთ საქართველოში მოადგილის, მერაბ თარგამაძის მამას წერილობით აცნობეს მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

ინსტრუქციის შესაძლო  დარღვევის ფაქტზე, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან განხილვაზე გამოცხადების შეტყობინება მოუვიდა სადგურ ქუთაისის მორიგეს და პირველადი პროფ–ორგანიზაციის თავმჯდომარეს დიმიტრი სულაქველიძეს. განხილვამ ჩაიარა ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე, მაშინ როდესაც საქართველოს კანონის ,,პროფესიული კავშირებ“-ის23-ე მუხის მე-3 პუნქტის მიხედვით ,,დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით,შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე,ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა“.საბოლოოდ  დიმიტრი სულაქველიძე დასაჯეს ხელფასის 10%_ის ჩამოჭრით.

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სადგურ თბილისის მახარისხებელის მორიგის ოპერატორის კახა კახაძის თანამდებობრივი  ინსტრუქციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე  რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობაში,  შედგა  ოპერატიული განხილვა.  თათბირზე ოფიციალურად მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, სხვადასხვა თანამდებობის მქონე 25_ზე მეტი წარმომადგენელი.  გარდა იმისა, რომ კახაბერ კახაძე არის საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წევრი, იგი 2013 წლის 16 ივნისის ,,ახალი პროფკავშირის“ სადამფუძნებლო ყრილობამ აირჩია ორგანიზაციის გამგეობის წევრად. აქედან გამომდინარე პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და   2014 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების მე–8 პუნქტის საფუძველზე,   ჩართული უნდა ვყოფილიყავით   შრომითი დავის განხილვაში.   პროფკავშირმა  მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ  განხილვას დასწრებოდა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ილია ლეჟავა, თუმცა კანონის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, შრომითი დავის განმხილველი კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ კვიჟინაძემ და სატვირთო გადაზიდვების მოძრაობის უფროსმა ანზორ ბაბუნაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნულ განხილვას არ დასწრებოდა ,,ახალი პროფკავშირის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ილია ლეჟავა და მას დაეტოვებინა დარბაზი.   ბატონმა ილიამ სთხოვა დარბაში მჯდომ იურისტებს განემარტათ კომისიის თავმჯდომარისთვის და ბატონ ანზორ ბაბუნაშვილისთვის რა წარმომადგენლობითი უფლების მქონე იყო იმ მომენტში ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის  მოადგილე და კანონის ძალით, რა დონისა და მნიშვნელობის განხილვას მოითხოვდა პროფკავშირში ყრილობის მიერ არჩევული წევრის შესაძლო შრომის შინაგანაწესის დარღვევა. სამწუხაროდ,  დარბაზში მჯდომ სატვირთო გადაზიდვების იურისტს აზრის გამოთქმის საშუალება არ მიეცა და მხოლოდ ბატონი კობა ხუნდაძის განმარტებით, ჩემს მოადგილეს იძულებით დაატოვებინეს დარბაზი, რის შემდეგადაც დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ინდივიდუალური შრომითი დავის ერთ–ერთმა მხარემ, ბატონმა კახაბერ კახაძემაც.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ დავების განმხილვევლმა კომისიამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, კახაბერ კახაძის  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ჩვენთვის ცალსახად  მიუღებელია და აღქმულია პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციისა და დევნის ნათელი მაგალითი.

ჩვენს ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში გეგმვს სადგურ ,,ბროწეულ“-ში დასაქმებული დაახლოებით 40 ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას. ანალოგიურის განხორციელების  მუქარების თაობაზე  მოდის ინფორმაციების რკინიგზის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდანაც, რომლებიც განლაგებულია  თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში და ა.შ.

მიმდინარე მოვლენების ფონზე,  მიმდინარეობს ე.წ. რკინიგზელთა პროფკავშირსა და თქვენს შორის მიღწეული, ჩვენთვის გაუგებარი შეთანხმების დაგზავნა  კომპანიაში არსებული კორპორატიული ელექტრონული ფოსტით. აღნიშნულის შემდეგ  ვთხოვეთ ოპერაციათა მართვის ხელმძღვანელს ბატონ გრიგოლ სამსონაძეს ანალოგიური ფორმით ჩვენსა და ადმინისტრაციას შორის გაფიცვის შემდგომი 3 დკემებრის შეთანხმების   დაგზავნა თანამშრომლებთან,  თუმცა მისგან,  ჩვეთვის გაუგებარი მიზეზით, მკაცრი უარი მივიღეთ.  იგივე ვთხოვეთ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით  კომპანიის ფინანსურ დირექტორს ბატონ ირაკლი ტიტვინიძეს, თუმცა ამ დრომდე მისგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიგვიღია.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ  2014 წლის 15 დეკემბრს, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირში შემოვიდა წერილი (N: 0054496) ცნობის სახით, სადაც ნათლად დასტურდება პროფკავშირულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ფაქტი. წერილის მიხედვით, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრობის შეწყვეტისა და პროფსაწევრო ანარიცხების დაქვითვის შეჩერებას ითხოვს სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსი ზ. ჭყოიძე და შემდგომი რეაგირებისთვის, შაბლონური ფორმით შევსებულ 44 განცხადების ფორმას უგზავნის კომპანიის ფინანსურ დირექტორს ი. ტიტვინიძეს და აპარატის უფროსს ი. ვაშაკიძეს. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წესდების 5.2. მუხლის თანახმად,  წევრობა და წევრობის შეწყვეტა ხდება ინდივიდუალური წესით და რეგულირდება ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ პირველადი პროფორგანიზაციების დებულების IV მუხლით. კოლექტიური ხელშეკრულების მე–4 მუხლის თანახმად, სს ,,საქართველოს რკინიგზა“ პროფკავშირს მიიჩნევს სოციალურ პარტნიორად და ხელს უწყობს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულიდან აშკარად იკვეთება ადმინისტრაციის კანონსაწინააღმდეგო, მიზანმიმართული ქმედება,  რამდენადაც   განცხადებების ფორმა  არის  შაბლონური, მისი დაწერა მოხდა  ორგანიზებულად ერთ დღეს  და გაუგებარი მიზეზებით მოხდა სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსის ხელში,  პროფკავშირისგან დამოუკიდებლად, რის შედეგადაც მათი საწევრო ანარიცხების დაკავება შეწყდა და სხვა ფაქტებმა

მიგვაჩნია, რომ სს ,,საქრთველოს რკინიგზ“-ის მხრიდან ასეთი მიდგომა არის კანონსაწინააღმდეგო,   დისკრიმინაციული  და  ცალსახად ემსახურება ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლას და  არღვევვს, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას როგორიცაა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 , #98 და  #111 კონვენციები, საქართველოს შრომის კოდექსი (მუხლი 402),  სისხლის სამართლის კოდექსი  (მუხლი156-დევნა, მუხლი 166- პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლი 422კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა) და ა.შ.

გთხოვთ, შეისწავლოთ ზემოაღნიშნული ფაქტები და მოახდინოთ სათანადო რეაგირება.rkinigza