რკინიგზელებისთვის სპეცილური პროგამა იწყება

19955853 1766224633402569 7285842864998855040 o

ნიდერლანდების საელჩო, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფომრაცია:  “პროფკავშირებთან დავიწყეთ პროექტი! ლაშა ბლიაძის დიდი დამსახურებით (და ჩვენი პატარა ფინანსური დახმარებით) გაერთიანებული პროფკავშირები რკინიგზელების პროფკავშირს ამოუდგება მხარში.“

 ჰოლდანდიის საელჩო პროფკავშირებთან ერთად, პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების და შრომითი უფლებების შესახებ.

რკინგზელები ბოლო 2 წლის განამვლობაში 4-ჯერ გაიფიცნენ. მცირე შედეგების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სრულფასოვანი კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისად არ არის დადებული კოლექტიური ხელშეკრულება მენეჯმენტს და დასაქმებულებს შორის.

2016 წელს დაფიქსირდა უპრეცედენტო და საგანგაშო სტატისტიკა სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლის კუთხით.  გასული წლის მანძილზე, სხვადასხვა გარემოებაში გარდაიცვალა 6 და დაშავებულია ათობით რკინიგზელი. სამწუხაროდ არსებული მძიმე სტატისტიკა გრძელდება  2017 წელსაც. მიმდინარე წლის ბოლო ორი თვის მონაცემებით უკვე არსებობენ საწარმოო ტრამვებით დაზიანებული მუშები.

პროექტის მიზანი კი სწორედ დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების და შრომითი უფლებების შესახებ.

იგეგმება:

  • რკინიგზელთათვის საინფორმაციო კამპანია;
  •  ტრეინინგები;
  • რეკომენდაციების შემუშავება რკინიგზელთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 e183a0e18399e18398e1839ce18398e18392e18396e18394e1839ae18394e18391e18398e183a1e18397e18395e18398e183a1 e183a1e1839ee18394e183aae18398 72486

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდასაქმება და არაფორმალური დასაქმება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

Inactive