პროფკავშირებს 4 წელი ირაკლი პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. პროფკავშირების მე13 საარჩევნო საანგარიშო ყრილობა 14 სექტემბერს გაიმართა. ასევე აღინიშნა საქართველოში პროფკავშული მოძრაობის 110 წლის იუბილე, ასევე საქართველოს პროფკავშირების დაარსებიდან 25 წლის იუბილე. ღინისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 40 პროფკავშირული ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარონ ბაროუ, ასევე მოწვეული სტუმრები პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის უნდა გამართულიყო. დავით ოქიტაშვილმა, რომელიც ბოლო სამი კვირა ორგანიზაციის დისკრედიტაციით იყო დაკავებული, კანდიდატურა ბოლო მომენტში მოხსნა. ამირან ზენაიშვილმა 62 ხმა დააგროვა, ირაკლი პეტრიაშვილმა 139.
პრიფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს ეთერ მათურელი, რაისა ლიპარტელიანი, თამაზ დოლაბერიძე და ლავრენტი ალანია.

პროფკავშირების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის ლიდერმა შარონ ბაროუმ, მან ირაკლი პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობას მხარდაჭერა გამოუცხადა.  შარონ ბაროუს განცხადებით საქართველოს პროფკავშირებმა მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. 21728659 10155188818048073 8510796204645228584 o 21728847 10155188814843073 3217003120027925792 o 21728893 10155188816653073 5154531991608334745 o 21731759 10155188815598073 8604609659711906990 o 21731883 10155188814693073 7130265009934284696 o 21740986 10155188815558073 3237281352836516323 o 21741219 10155188816223073 5693380130766951376 o 21743417 10155188814698073 7672366337566124989 o 21743504 10155188817263073 5720924871427688156 o21752563 10155188817648073 2139324525567195781 o 21753251 10155188814758073 1116895485689415406 o 21762805 10155188817668073 3320082662611479183 o

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive