პროფკავშირების გაერთიანება ILO-ს კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად მონაწილეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ჟენევაში იმართება.

კონფერენციაზე, გაერთიანების ჩართულობით, განიხილება პლატფორმული დასაქმების შესახებ ILO-ს კონვენციის მიღების საკითხი — პირველი გლობალური სტანდარტი, რომელიც ამ სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

დღის წესრიგში ასევეა გენდერული თანასწორობა, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების გავლენა დასაქმებაზე, ასევე იმ ქვეყნების საკითხები, სადაც შრომითი სტანდარტები ყველაზე მეტად ირღვევა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია აქტიურად მუშაობს პლატფორმული დასაქმების სფეროში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის სტრატეგიული სამართალწარმოების გზით

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive