ოქიტაშვილი VS პეტრიაშვილი

მიმდინარე მომენტისთვის GTUC-ის თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს აქვს დაფიქსირებული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი. კანდიდატებს და მათ შესაძლებლობებს ამ პოსტზე, მეტალურგთა, მეშახტეთა დ ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე აფასებს.

“დავით ოქიტაშვილი

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის წევრთა უფლებების და ინტერესების დასაცავად არასდროს მოუხდენია საჯარო-საპროტესტო, მხარდამჭერი ან სოლიდარობის გამომხატველი ღონისძიებების ორგანიზება,

არ მიუღია მონაწილეობა და არასდროს დაუჭერია მხარი GTUC-ის, სხვა დარგების, კოლეგა ორგანიზაციების მიერ მოწყობილი საჯარო-საპროტესტო, მხარდამჭერი ან სოლიდარობის გამომხატველი ღონისძიებებისთვის,

არ მიუღია მონაწილეობა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის, შრომის ინსპექციის შექმნის, ახალი საპენსიო რეფორმის, სამუშაო ადგილებზე ჯამრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის კანონის მიღების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების, საქართველოს კონსტიტუციაში 94-ე მუხლის გაუქმების და სხვა არცერთ მოთხოვნებთან დაკავშირებულ GTUC-ის მიერ დაგეგმილ აქტივობებში,

არასოდეს გამოუხატავს მწუხარება და სამძიმარი, გულისტკივილი ან პროტესტი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი მუშების გამო. მას მონაწილეობა არ მიუღია 2017 წლის მაისის თვეში ტრაგიკულად გარდაცვლილი მეშახტეებისადმი მიძღვნილ სოლიდარულ და საპროტესტო აქციებში,

როდესაც რაიმე თემასთან დაკავშირებით ინტერვიუს იძლევა, მისი სახელის და გვარის ქვეშ თითქმის არასდროს წერია, რომ იგი გახლავთ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღანელი,

არასოდეს მიუღია მონაწილეობა GTUC-ის მიერ ორგანიზებულ სემინარებში, ტრენინგებში, საჯარო ლექციებში, შეხვედრებში და სხვა აქტივობებში, რაც სასარგებლო იქნებოდა ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის განვითარებისა და გაძლიერებისთვის,

მიუხედავად იმისა, რომ არის GTUC-ის გამგეობის წევრი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამართული 20-ზე მეტი გამგეობის სხდომიდან, დაესწრო მხოლოდ 4-ს,

არ მოუმზადებია არცერთი კანონპროექტი, რომელიც გააუმჯობესებდა ხელოვნების მუშაკთა შრომით-სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მგომარეობას.

იგი აკრიტიკებს და კიცხავს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრებს – მისი აზრით როგორ შეიძლება დამსაქმებელს გამოუცხადო პროტესტი და როგორ შეიძლება იშიმშილო 15 დღე და იყო ცოცხალი, ანუ მაშინ, როდესაც მთელი სამოქალაქო სექტორი მხარს უჭერდა მოშიმშილე რკინიგზელებს, მან ეჭვი შეიტანა მათ გულწრფელობაში,

იგი აკრიტიკებს და კიცხავს GTUC-ის და სხვა დარგობრივ ორგანიზაციებს რკინიგზელთა მხარდაჭერისთვის, მისი აზრით უპასუხისმგებლობაა, როდესაც პროფკავშირები ხელისუფლების წინაშე აყენებენ შრომით-სამართლებრივ პრობლემებს,

დაახლოებით ერთი თვის უკან გამართა ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარი დაუჭირონ ირაკლი პეტრიაშვილის კანდიდატურას,

კვირაზე მეტია რაც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა GTUC-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე, გამართა არაერთი პრესკონფერენცია და ჯერ არაფერი უხსენებია იმ სამოქმედო პროგრამის შესახებ, რომლითაც გამარჯვების შემთხვევაში უხელმძღვანელებს GTUC-ის,

ირაკლი პეტრიაშვილი

2013 წელს შრომის კოდექსში მისი და GTUC-ის წევრი ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით განხორციელდა ფუნდამეტური ცვლილელები,

მისი და GTUC-ის წევრი ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით მომზადდა კანონპროექტი სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,

მისი და GTUC-ის წევრი ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით შემუშავდა, დაიგეგმა და დაიძრა ქვეყანაში ახალი საპენსიო რეფორმის პროცესი,

მისი და მისი გუნდის უშუალო ინიციატივით მომზადდა არაერთი კანონპროექტი სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

მისი და მისი გუნდის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში მეშახტეებს და მაღაროელებს გაუუქმდებათ საშემოსავლო გადასახადი და 55 წლამდე დაიწევს მათი საპენსიო ასაკი,

მისი უშუალო ძალისხმევით გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულებები არაერთ საწარმოში, რომლის შედეგადაც, საერთო ჯამში, მარტო ბოლო 7 წლის მანძილზე, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ბენეფიტები იქნა მოპოვებული დასაქმებულებისთვის,

მისი თავმჯდომარეობის პირობებში განიცადა სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმა, ფაქტიურად მკვდარმა და უმოქმედო არაერთმა დარგობრივმა პროფესიულმა კავშირმა, რომლებიც ამჟამად პროფკავშირული მოძრაობის ყველაზე ჯანსაღი ორგანიზაციები არიან.

მისი თავმჯდომარეობის პირობებში დაარსდა და დაიწყო განვითარება ახალგაზრდულმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, რომელსაც მიმდინარე მომენტში საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

ის არის პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) აღმასრულებელი საბჭოს წევრი,

ის არის პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) პან-ევროპული რეგიონული კომიტეტის (PERC) პრეზიდენტი,

მას მიღებული აქვს “ფებე ელიზაბეტ ვალესკესის” სახელობის, მსოფლიოს საუკეთესო პროფკავშირელი ლიდერის, საერთაშორისო პროფკავშირული ჯილდო.

მას პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012 წლებში და მას მერეც შპს ,,ევრაზიანსთილსი”-ს, შპს ,,ჯეოსთილი”-ს, ტყიბულის შახტების, ჭიათურის მაღაროების, ქსნის მინის ტარის ქარხნისა და სხვა საწარმოებში არსებულ გაფიცვებში და კოლექტიურ მოლაპარაკებებში.

მას კარავში, ღია ცის ქვეშ და ბორდიურზე უძინია სხვადასხვა საწარმოს გაფიცულ მუშებთან ერთად, პირადად გამოუვლენია მზრუნველობა თითოეული უფლებაშელახული მუშის მიმართ.

მისი ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი, რომლის საშუალებითაც ასეულობით უფლებაშელახული მუშის სასარგებლოდ იქნა სასამართლო პროცესები მოგებული.