ლიზა შულერი AFL-CIO-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი ირაკლი პეტრიაშვილი შვეიცარიის შემდეგ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს, სადაც სპეციალური მოწვევით მონაწილეობას იღებს AFL-CIO-ს 30-ე კონსტიტუციურ ყრილობაში, ყრილობის დელეგატებმა დღეს, მეორე სრული ვადით აირჩიეს AFL-CIO-ს პრეზიდენტი ლიზა შულერი. შულერი პირველი ქალია, რომელიც ამერიკის შრომითი მოძრაობის უდიდესი გაერთიანების სათავეში დგას და უკვე რამდენიმე წელია მილიონობით ამერიკელი დასაქმებულის უფლებების დაცვისთვის იბრძვის. მისი ხელახალი არჩევა შრომითი მოძრაობის ერთიანობისა და ძლიერი პროფკავშირების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გულითადად ულოცავს ლიზ შულერს ხელახალ არჩევას AFL-CIO-ს პრეზიდენტის პოზიციაზე და წარმატებას უსურვებს მის მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ორგანიზაციების თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ღირსეული შრომის პრინციპების გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive