ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიაში კონგრესს დაესწრო და მაღალი დონის შეხვედრები გამართა

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ავსტრიის პროფკავშირების კონფედერაციის (OGB) მე-20 ფედერალურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ – ÖGB-ს პრეზიდენტი ვოლფგანგ კაციანი, ესთერ ლინჩი – ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) გენერალური მდივანი, მიკაელ ლუდვიგი – ვენის მერი, კარლ ნეჰამერი – ფედერალური კანცლერი და ალექსანდრე ვან დერ ბელენი – ფედერალური პრეზიდენტი.
კონგრესის მონაწილეების, მათ შორის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ჩართულობით, გაიმართა დისკუსია.

შეხვედრებზე თემატურად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სოციალური უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის: სიღარიბე, სოციალური დახმარება, განათლება…
ასევე, ყურადღება გამახვილდა შრომის ბაზრის პოლიტიკაზე, სამუშაო და საშემოსავლო მიმართულებაზე, დემოკრატიის აუცილებლობაზე სამუშაო ადგილზე თანამონაწილეობის კუთხით;
ამასთან, კონგრესზე მიწვეულმა საერთაშორისო სტუმრებმა განიხილეს ევროპასა და ევროკავშირში არსებული სტანდარტები და სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან და საქართველოს ევროპულ მომავალზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირაკლი პეტრიაშვილი ასევე, ვენის მერის მიქაელ ლუდვიგის მიერ გამართულ მიღებასაც დაესწრო.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე