თანამშრომლობა ქალთა უფლებებისთვის

15204261_10154291889353425_39688210_o 15231474_10154291891438425_1623567334_oსაქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტსდა ააიპ “მეწარმე ქალთა ფონდ”ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ერთობლივად განახორციელონ კონკრეტული მიზანმიmართული თანამშრომლობა შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირებისათვის;

ხელი შეუწყონ ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას და დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ინიციატივების და კამპანიების წარმართვას;

დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისათვის ერთობლივად განახორციელონ ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება საკანონმდებლო დონეზე;

მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიამრთულებებით:

• დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად აქტიური თანამშრომლობა საერთო საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფით;
• ქალთა შრომით უფლებებზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
• საგანმანათლებლო და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
• თანამშრომლობა ადვოკატირების, ლობირების და აქტიური კამ-პანიების წარმართვის საქმეში, შესაბამისი ტრენინგების ორგანი-ზებით და პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვით;
• კვლევების ჩატარება და შედეგების ანალიზის მომზადება ქალთა შრომითი უფლებრივი მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების შესახებ საქართველოში;
• ერთობლივი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება, რომელიც მიმართული იქნება ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისათვის;

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეთერ მათურელმა და მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე მერი გელაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive