ეროვნულ უმცირესობათა შრომითი უფლებების ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე და საზოგადოებაში

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოს „ევროპული ფასეულობების ასოციაციისთან თანამშრომლობით“, უმასპინძლა „V4 and EaP Platform“-ის და პოლონეთის პროფკავშირების (OPZZ) ეგიდით გამართულ ორდღიან სემინარს – “ეროვნულ უმცირესობათა შრომითი უფლებების ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე და საზოგადოებაში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების, ექსპერტების და უფლებადამცველი  ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა. აღნიშნული პროგარმა მიზნად ისახავს ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებში ეთნიკურ უმცირესობათა შრომითი უფლებების დაცვას  და ყოველგვარი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრას.

სემინარზე გაიმართა დისკუსია, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება და ინიციატივა  ეროვნულ უმცირესობათა შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით, შეჯერდა არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის პოტენციური გზები, ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები და გამოვლენილ პოზიციათა შეფასება.

„V4 and EaP Platform“-ის პლატფორმით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება „V4“ ჯგუფის მონაწილე ყველა ქვეყანაში (ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთი). არსებული პროგრამის მიხედვით, საქართველო კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ეროვნულ უმცირესობათა შრომითი უფლებების დაცვისადმი მიძღნილ ღონისძიებას 2018 წელს.

სემინარი 24-25 ოქტომბერს გაიმართა.

22782403 376915366067941 1543390540 n 22809549 376915336067944 710548442 n 22809590 376915342734610 865753490 n

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive