საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში, რუსთავსა და გორში დასაქმებულებისთვის ჩაატარდა ტრენინგები სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ.
განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: სოციალური დიალოგის მნიშვნელობა შრომით ურთიერთობებში, მისი ფორმები პლატფორმები და პრაქტიკულ გამოყენება.
მონაწილეები გაეცნენ კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესსა და შრომითი დავების მართვის მექანიზმებს, პროფესიული კავშირების ინიციატივებს, მათ შორის მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკული სავარჯიშოებს და ჯგუფური მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ტრენინგები Expertise France-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით განხორციელდა.