გოჩა ალექსანდრია შსო-ში განაგრძობს მუშობას

გოჩა ალექსანდრია, მუშაობას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში განაგრძობს,  აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის სპეციალისტის თანამდებობაზე, მშრომელებთან ურთიერთობის საკითხში.

მისი საქმიანობის სფერო მოიცავს,  მშრომელთა ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას რეგიონის 10 ქვეყანაში, მათ შორის: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელორუსში, ყახაზეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში და თურქმენეთში.

მუშაობის სპეციფიკა გულისხმობს შესაბამისი პროგრამების და ღონისძიებების შემუშავებას, რათა მშრომელების უფლებები იყოს დაცული ამ ქვეყნებში და ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს სცემდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს,  აგრეთვე პროფკავშირებს შეეძლოთ უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება, სოციალურ დიალოგში, კოლექტიურ მოლაპარაკებებში და შესაბამისი შრომის ბაზრის პოლიტიკის შემუშავებაში.

გოჩა ალექსანდრია წლების განმავლობაში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის  განვითარების საქმეში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გოჩა ალექსანდრიას  წარმატებებს უსურვებს ახალ თანამდებობაზე და მადლობას უხდის საქართველოში დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით გაწეული დიდი ღვაწლისა და პროფკავშირების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. dsc 3391dsc 3372dsc 3355dsc 3344dsc 3288dsc 3268dsc 3287dsc 3315dsc 3329dsc 3322dsc 3296

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება