გარდაბანში, გაზის მილის გაფართოებაზე მომუშავე 400 მდე მუშა გაიფიცა

გარდაბანში, კონსორციუმი BP-ს კონტრაქტორი კომპანიის 400-მდე მუშის გაფიცვა, რომელიც დილის 8 საათიდან მიმდინარეობდა, თანამშრომელთა სასარგებლოდ დასრულდა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციაში.

მოლაპარკებებში ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიაც ჩაერთო.
“საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ადმინისტრაციის, მუშების და პროფკავშირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ცოტა ხნის წინ დასრულდა. მუშათა ყველა მოთხოვნა ადმინისტრაციამ გონივრულად მიიჩნია და მათი დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიამ აიღო ვალდებულება 10 ივლისიდან დააზღვიოს ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობა, ზეგანაკვეთური ანაზღაურება გაიზარდოს სამჯერ და მუშებს დამატებით მიეცეთ დასვენების დღეები. მოლაპარაკებები სხვა საკითხებზე პროფკავშირების ორგანიზებით კვლავ გაგრძელდება”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

gardA

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდასაქმება და არაფორმალური დასაქმება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

Inactive