ხანძარზე ბავშვთა სამყაროში პროფკავშირები პასუხს ხელისუფლებსიგან ითხოვს

 

“სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონში ორი წლის წინ ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც სახანძრო უსაფრთხოებაზე სახელწმიფო საზედამეხველო ორგანომ უნდა შეამოწმოს მრავალფუნქიცური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და ჰიპერმაკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები 300 მ2-ზე მეტი ფართობით, 100- და მეტადგილიანი სასტუმროს, ტურისტული ბაზის, სანატო¬რიუმის, დასასვენებელი სახლისა და კემპინგის შენობა-ნაგებობები.

ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იყო წინასწარ შეემოწმებინა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გაეცა სათანადო მიწერილობა გამოვლენილი შრომის და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრის ან მათი შესრულების თაობაზე;

გაერთიანება შესაბამისი სამსახურისგან მოითხოვს დასკვნას (თუ ასეთი არსებობს) მსხვილ სავაჭრო ობიექტში “ბავშვთა სამყარო”-ში არსებული ვითარების შესახებ. თუ მსგავსი შემოწმება არ ჩატარებულა – ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს არსებულ უკონტროლო ვითარებასა და ხელისუფლების მიერ გადასადგმელ სასწრაფო ნაბიჯებზე.

გვაქვს ეჭვი რომ მომხდარი მთავრობის არასწორ პოლიტიკის შედეგია, რადგან დღემდე არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვის გამართული სისტემა, რომელმაც უნდა გააკონტროლოს უკლებლივ ყველა მსხვილი დაწესებულება, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მხრივ.

მოვითხოვთ კანოში შევიდეს ცვლილება და მოხდეს არა მხოლოდ მსხვილი არამედ ყველა ტიპის მსგავსი ობიებავშთ სამუარო ხქტის შრომის და სახანძრო უსაფრთხოების პირობების შემოწმება. ამოქმედდეს და ფუნქციურად გამართული სახე მიიღოს შრომის ინსპექციამ, რომელსაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ევალება სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებაც.

გაერთიანების პოზიციით სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულთა პროდუქციის/საქონლის სახელმწიფო დაზღვევა, ხელმისაწვდომ ფასად უნდა გახდეს სავალდებულო, რათა მსგავს შემთხვევებში მეწარმეები უკიდურეს სიღატაკეში არ აღმოჩდნენ.

 

ბავშვთა სამყარო