ირაკლი პეტრიაშვილმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

 

big-eap-civil-society-forum ა.

 

„ვაშენოთ საერთო უსაფრთხო და დემოკრატიული მომავალი” – ამ სახელწოდების ფორუმში ირაკლი პეტრიაშვილმა პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რაგნში მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურ ასამბლეას სამოქალაქო ორგანიზაციების 200-მდე წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნორობის პროგრამის წევრი ექვსი ქვეყნიდან.  ასევე ევროკავშირის მთავრობის, ევროპული ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წლევანდელი დისკუსია ჩატარდა ეგიდით – „ვაშენოთ საერთო უსაფრთხო და დემოკრატიული მომავალი”. ირაკლი პეტრიაშვილი სოციალურ დიალოგისა და შრომის უფლებების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მიიღო მოანწილეობა.brussles

ირაკლი პეტრიაშვილმა ჯგუფურ და ინდივიდიუალურ შეხვედრებში ყურადღება გაამახვილა სერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, მიგრაციაზე, ღირსეული შრომის საკითხებზე, მშრომელთა უფლებების დაცვის დეფიციტზე რეგიონალური და გლობალური მასშტაბით. ასევე ისაუბრა საქართველოს პროფკავშირების გამოწვევებზე, ქმედითი შრომის ინსპექციის არსებობის მნიშვნელობაზე და პროფკავშირების დევნის შემთხვევებზე.

ბრიუსელიდან ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას პროფკავშირებიას გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს.

15138459_10154320190048073_7638890496755476415_o

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

განცხადება