უკანონოდ გათავისუფლებული ექთანი სახელფასო დავალიანებას მიიღებს

ქ.შ. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრამდე დასაქმებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში – შპს “თბილისი სითი მედიქალში” რეანიმაციის მორიგე ექთნის პოზიციაზე. კომპანიამ დასაქმებულს არ გაუფორმა წერილობითი ფორმით შრომითი ხელშეკრულება, ხოლო შემდგომში – ამუშავებდა ყოველგვარი ანაზღაურების გადახდის გარეშე. ქ.შ.-სათავის შეუძლებელი გახდა უხელფასოდ მუშაობა, რის შედეგადაც იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური, ოჯახი და სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა.
სამსახურის იძულებით დატოვების შემდგომ, პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის დახმარებით, ქ.შ.-მ დაიწყო დავა სასამართლოში, რათა მიეღო კუთვნილი შრომის ანაზღაურება.
2021 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა პროფკავშირების სარჩელი და შპს „თბილისი სითი მედიქალს“ დაეკისრა აენაზღაურებინა როგორც ქ.შ.-ს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება, ასევე ჯარიმა ხელფასის დაგვიანების გამო.
დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს